“ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორეში ჩაიდო”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, რთული მისახვედრი და გასაკვირი არ არის, თუ რატომ დაუთმო მეტი დრო „რუსთავი 2-მა“ გრიგოლ ვაშაძის უფასო პოლიტიკურ რეკლამა. ფასიანი რეკლამის უმეტესი წილიც რუსთავი 2-ზე განთავსდა. „კვლევა დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული კანდიდატთა საარჩევნო შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული რუსთავი 2-ს. ცდომილებაა იმ თანხის ოდენობებს შორის,რაც დახარჯა დეპუტატმა თავისის ფასიანი რეკლამისთვის. სხვაობა დიდია და დეტალურად დაინტერსებას მოითხოვს. გამოდის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორეში ჩაიდო. აქ პოლიტიკური დასკვნის გაკეთება მარტივი ხდება, რაც არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის…

მეტი...

გამოკითხულთა აზრით, პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან

გამოკითხული მოსახლეობის 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში წერია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამასთან, გამოკითხულთა 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე – ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – მოსახლოების 38,5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს. რესპონდენტთა 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო…

მეტი...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო…

მეტი...

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტი მესტიაში განიხილეს

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტი, დღეს მესტიაში განიხილეს, ხვალ კი საჯარო განხილვა ცაგერში გაიმართება. სტრატეგიის ანხილვებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტი სწარმომადგენლები მონაწილეობდენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება. პროექტში ხაზგასმულია, რომ ამ მიმართულებით საგანგებო პოლიტიკის გატარებამ მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას და ოჯახების დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1 730…

მეტი...

მეფე დავით აღმაშენებელზე ფილმი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაიღეს

რეჟისორმა გოგი თორაძემ, მეფე დავით აღმაშენებელზე 30 წუთიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ის საქართველოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II -ს ლოცვა კურთხევით შეიქმნა. იდეის თანახმად, 30 წუთიანი ფილმის ბოლო ეპიზოდი, ძეგლის დიღმიდან რესპუბლიკის მოედანზე გადმოტანის სცენა იქნება. ჯერჯერობთ უცნობია, თბილისის მერია გეგმავს თუ არა ძეგლის თავის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას, ამიტომ, რეჟისორს ფილმის ფინალისთვის ორი ვარიანტი აქვს ჩაფიქრებული.   როგორც გოგი თორაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ფილმში აღწერილია მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა, მის მიერ გადატანილი ბრძოლები, მათ შორის, ცნობილი დიდგორის ბრძოლა. „ფილმი 30-წუთიანია. ეს იქნება სატელევიზიო, დოკუმენტური პორტრეტი, მხატვრული ელემენტებით. ფილმში გაცოცხლებულია აღმაშენებლის…

მეტი...

საქართველოში, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ქალები და ბავშვები არიან

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა, რომლის მსხვერპლიც საქართველოში ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან. სახალხო დამცველის აპარატის კვლევით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლოატაციის წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. “2018 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 6 ქალს, ხოლო მსხვერპლის სტატუსი 2 ქალს,”- წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მეტი...

რატი იონათამიშვილი ვაშაძისა და “რუსთავი 2”-ის პოლიტიკური რეკლამების ანგარიშების შესწავლას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ,  რატომ არის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურში წარდგენილი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის კრიტიკული სხვაობა. როგორც დეპუტატი აცხადებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს, გავრცელებული ანალიზიდან გახდა ცნობილი, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ერთმანეთისგან აცდენილი ანგარიშები გაგზავნეს. კერძოდ, “რუსთავი 2” მარეგულირებელ კომისიას აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 244,193 ლარით მეტი გადაუხადა მას, ვიდრე ეს ვაშაძის შტაბმა აუდიტის სამსახურს წარუდგინა. „მესმის, რომ “რუსთავი 2” “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული საკომუნიკაციო არხია,…

მეტი...

თბილისსა და ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება ტურისტებს ამ გზის გავლით ექმნებათ – კახა კალაძე

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას ითვალისწინებს.    მიმდინარე სამუშაოებს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის შეფასებით, კახეთის გზატკეცილი მძიმე მდგომარეობაში იყო. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საქართველოზე წარმოდგენა პირველად ამ გზის მიხედვით ექმნებათ.  “ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე…

მეტი...

ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის აპარატის კვლევით, ბავშვის დაბადებისას, არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. კვლევით, ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 835 არასრულწლოვანი მშობელი დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა. “მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი), შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა,”- ვკითხულობთ…

მეტი...

მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოეჭრათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, პირველ კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 278 050 ლარი შეადგინა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სემეკ-ში განუმარტეს, საუბარია მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებთან დაკავშირებულ დავებზე. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვეად ცნობის თაობაზე. მათივე ინფორმაციით, იანვარში, თებერვალსა და მარტში სემეკმა 24 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 783 საკითხი განიხილა. “იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ…

მეტი...

პატიმრების მაღალი რაოდენობით, რუსეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა

ევროსაბჭოს სტატისტიკით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის მეორე ადგილს იკავებს. ევროპის ციხეებში პატიმარტა სტატისტიკა ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. 2018 წლის იანვრის ჩათვლით არსებულ ვითარებას ასახავს. სტატისტიკით, საქართველოს ციხეებში, 2018 წლის ჩათვლის 9407 პატიმარი იმყოფებოდა, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც 2016-ში იყო. პატიმრების მაღალი რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს – 418,3 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე, მეორე ადგილზე საქართველოა (252,2). შემდეგ არიან: აზერბაიჯანი (235), მოლდოვა (215,2), ჩეხეთის რესპუბლიკა (208,8), პოლონეთი (194,4) და ესტონეთი (191,4). გასულ წელთან შედარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია და 35%-ს იკავებს. რაც შეეხება ქალ პატიმრებს, მათი…

მეტი...

მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების გამო სახელმწიფოს უზარმაზარი სანქციები ეკისრება – თამარ ლალიაშვილი

უზენაესი სასამართლოდან გათავისუფლებული მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ, ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის მიზანი ის იყო, რომ მოლაშვილის, გირგვლიანის თუ სხვა გახმაურებულ საქმეებზე მას უკანონო გადაწყვეტილებები გამოეტანა. მისვე შეფასებით, მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგია ის უზარმაზარი სანქციები, რომლებიც ჯერ კიდევ ეკისრება სახელმწიფოს. “ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ავტორი არის ლევან მურუსიძე რომლის უკანონო გადაწყვეტილებების გამო, სახელმწიფო თითქმის ყოველწიურად 10 და 100 ათასობით ლარით ჯარიმდება”, – აცხადებს თამარ ლალიაშვილი.   მისივე თქმით, მას უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 4 წლიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი, როცა 2004 წელს, უკანონოდ გაათავისუფლეს და მის…

მეტი...

მოსამართლემ სტრასბურგში დავა მოიგო – საქართველოს ფინანსური სანქციები დაეკისრა

ლევან მურუსიძის ხელმოწერით, უზენაესი სასამართლოდან უკანონოდ გათავისუფლებული მოსამართლისთვის სახელმწიფოს 2 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ყოფილმა მოსამართლე თამარ ლალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. საქართველოს სახელმწიფოს მისთვის 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ამას ემატება 4 წლის მანძილზე ხელფასის განაცდური, პენსია და კომპენსაცია, რომლისთვისაც დავა მალე დაიწყება, – აღნიშნულ თემაზე თამარ ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენი ბრძოლა დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში – 2004 წლიდან და 2006 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა. იმ რეფორმების შედეგს, რაც მაშინ განხორციელდა, დღესაც ვიმკით და ვხედავთ რა მდგომარეობაშია სასამართლო. მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა ვერ გაუწია მაშინ ხელისუფლებას წინააღმდეგობა…

მეტი...

დღეს არის ტყვია, ხვალ შესაძლოა იყოს აზბესტი ან სხვა ელემენტი – თემურ კობიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე აცხადებს, რომ ქვეყნის ქიმიურ უსაფრთხოებაზე სერიოზული ყურადღებაა საჭირო. “დღეს ტყვია არის პრობლემა, ხვალ შეიძლება სხვა ნივთიერება იყოს, მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტამდე, მაგალითად აზბესტი და სხვა. აქამდე მიგვიყვანა სახელმწიფო კონტროლის მოშლამ, ხელოვნურმა, არაკონდიცირებულმა სამუშაოებმა, ფინანსურმა გაჭირვებამ და წლების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლის მოშლამ. ძველად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებდა სანეპიდ სადგურის საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა განყოფილებები ჰქონდა. მშენებლობის ნებართვაზე ხელი უნდა ჰქონოდა მოწერილი ქალაქის კომუნალური განყოფილების გამგეს. ხელის მოწერა ნიშნავდა იმას, რომ უნდა შემოწმებულიყო, რამდენად შეესაბამებოდა სამშენებლო სამუშაოები გარემოზე ზემოქმედების დაშვებულ ნორმებს. ამ…

მეტი...

თბილისის მერია, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას პაციენტს 70 ათასი ლარით დაუფინანსებს

თბილისის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს.  თბილისის მერის კახა კალაძეს განხადებით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში, მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა.​ „დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა – დაახლოებით, 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ. ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს…

მეტი...

მდინარე ვერეს ხეობა დასუფთავდება, პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩები კი მხატვრულად განათდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თბილსერვის ჯგუფის“ მინათების პროექტის მომზადება დაავალა, რომელიც პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებს მხატვრულად გაანათებს. „ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი – ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა, ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების…

მეტი...

სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება – პროკურატურა

საქართველოს გენერალურ პროკურატურა, ზუგდიდის N6-ე საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს ეხმაურება. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია. პპროკურატურის ინფორმაციიით, გამოიკითხა 90-მდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ასევე, ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების…

მეტი...

​ბავშვები ტყვიის “მარაგით” იბადებიან, ორსული ქალები ტყვიაზე უნდა შემოწმდნენ – ტოქსიკოლოგი

ექიმ-ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა ღვინერია აცხადებს, რომ თანამედროვე ბავშვები უკვე ტყვიის გარკვეული “მარაგით” იბადებიან, რადგან სათანადოდ არ მოწმდება ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ინგა ღვინერიამ განაცხადა, ტყვია, დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ქალის მაკიაჟში – ტუჩსაცხსა და ჩრდილებში, ასევე ბიუჟურეტიაში და შეღებილ სამოსშიც. ​მისივე თქმით, ქალთა კონტიგენტი ასეთ კოსმეტიკურ საშუალებებს უხვად მოიხმარს.   “ყველაზე მეტად რისკჯგუფი არიან ბავშვები და ორსულები. ტყვია პოლიტროპული მოქმედების შხამია,  უპირველეს ყოვლისა ახასიათებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება. ასევე, მოქმედებს ენდოკრინულ, რეპროდუქციულ სისტემაზე, იწვევს იმუნოდეფიციტს. ბოლო ხანებში ცნობილი გახდა, რომ ის მეორე ხარისხის კარცენოგენს განეკუთვნება. სენსიტიურ ორგანიზმში…

მეტი...

რძეც, ხორციც და თევზიც ტყვიით დაბინძურებული აღმოჩნდა

ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილი, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, შეღებილი ტანსაცმელი, რძე, ხორცი, თევზი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც მძიმე მეტალის – ტყვიის არსებობა დაფიქსირდა. როგორ ტოქსიკოლოგმა, პროფესორმა ინგა ღვინერიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ყველაზე დიდ რისკ ჯგუფებს ბავშვები და ორსულები წარმოადგენენ. “ტყვია, რომ პრიორიტეტული დამაბინძურებელია ეს საერთაშორისოდ არის ცნობილი. ტყვია იმ 10 მავნე ნივთიერების ჩამონათვალში შედის, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს მიღებული. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. საქართველოში, მადნეულის მოპოვება ძალიან ბევრ ადგილას მიმდინარეობს, მინარევის სახით ტყვია ყველა მადნეულში შესაძლოა იყოს. ბევრი საწარმო დაიხურა, მაგრამ ბევრია ისეთი საწარმო, სადაც ტყვიას მოიხმარენ. ეს საწარმოები…

მეტი...

საქართველოს 3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის 870 000 ევრო დაიხარჯება

ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის, 2019-2021 წლებში, 870 000 ევრო დაიხარჯება. თანხას კავკასიის ბუნების ფონდი გამოყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგრანტო ხელშკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა, რომლის თანახმად, თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე, გრანტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება პარკების რეინჯერებს ხელფასისა და საკვების დანამატის უზრუნველყოფა.   ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

მეტი...

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი რკინიგზის პროექტს „სმექი“ მოამზადებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3  კომპანია გადავიდა. მათგან საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია „სმექმა“ წარმოადგინა. კომპანია „სმექი“ 1949 წელს  დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის – SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც  14,500-მდე პროფესიონალია დასაქმებული.…

მეტი...

დევნილების 720 ოჯახი საცხოვრებელ ბინას ზუგდიდში მიიღებს

ზუგდიდში, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ბარამიას ქუჩაზე 6 კორპუსი შენდება და ბინას 720 ოჯახი მიიღებს. 3 კორპუსის მშენებლობა, კონტრაქტის მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, დანარჩენის კი 2021 წლის დასაწყისში.    ​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მომავალი წელს დასრულება, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მთლიანი ბიუჯეტი 137 მლნ ლარზე მეტია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ზუგდიდის მოსახლეობის 60 პროცენტი, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტი ქალაქის…

მეტი...

“დირსის” დასახლებაში უკანონოდ შეჭრილთა 60 % თბილისში არ არის რეგისტრირებული

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, ისნის რაიონში არსებული სამშენებლო კომპანია “დირსის” დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხს ეხმიანება. მისი თქმით, ამ დევნილების 15 % უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი , ხოლო 60 %-ს რეგისტრაცია აქვთ რეგიონში და თბილისში რეგისტრირებულნი არ არიან. “ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა და სწორედ ამისთვის, მათ 5 წლის განმავლობაში უკვე 12 000 ბინა გადავეცით. ამჟამადაც მიმდინარეობს მშენებლობა და მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ 6000 ბინის გადაცემა იგეგმება”,-  განაცხადა პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით, კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს…

მეტი...