არც შობა და არც ბზობა ბრწყინვალე დღესასწაული არ არის

დეკანოზ გიორგი კიკვიძეს განცხადებით, სიტვა „ბრწყინვალე,“ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს შეიძლება ვუწოდოთ.

როგორც მამაომ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადამიანები ხშირად სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის შობას და ბზობას „ბრწყინვალეს“ უწოდებენ, რაც არასწორია.

„სიტყვა ბრწყინვალე მისადაგება მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს. ჩვენ ხშირად ვამბობთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც სწორი არ გახლავთ. მხოლოდ აღდგომას ეკუთვნის სიტყვა ბრწყინვალე,“-განაცხადა მამაომ „მედიაცენტრ მთავართან“.

მამაო მრევლს მოუწოდებს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აუცილებელი არ არის ტაძარში ბზის დიდი ბუჩქებით მივიდნენ და ამ დღესასწაულისთვის ბზის პატარა ტოტიც საკმარისია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს  -ბზობას, კვირას, 21 აპრილს აღნიშნავს.

მსგავსი თემები