პარლამენტი ე.წ. ხმაურიან კანონპროექტს ხვალ დაამტკიცებს

ხვალ, 14 მაისს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს.

ხვალინდელი განხილვა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსისაა და კანონპროეტში ცვლილება არ იგეგმება. კანონო დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტთან გადაიგზავნება ხელმოსაწერად.

წინასწარ ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ კი პარლამენტი ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება.

პარლამენტის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება.

მსგავსი თემები