უკრაინელი ქალი და 10 უცხო ბავშვი – შსს-მ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო

ვინ არის ახალგაზრდა ქალი რომელიც 10 ბავშვით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დრომდე გაურკვეველია. ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვების დედაა, ბავშვები ამბობენ, რომ ქალი მათი დედა არ არის. საქმეზე ძიება სს კანონმდებლობით დაიწყო. ფაქტი კი ერთია, ქალი რომელიც თავს ბავშვების დედად ასაღებს, ერთ წელში რამდენიმე შვილს ვერ გააჩენდა. გამოძიებას ეჭვების სწორედ იმიტომ გაუჩნდა, რომ 4 შვილი ერთიდაიგივე წელს არის დაბადებული, თუმცა, ისინი ტყუპები არ არიან. ამბავი იმით დაიწყო, რომ ქალი 10 შვილთა ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა. მიზეზი – მძიმე ინტოქსიკაცია. ზუგდიდიდან კი ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8…

მეტი...

გაგრის გათავისუფლება და საზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და საზოგადოებრივ კავშირ „გაგრას“ მხარდაჭერით, 100 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაში გაგრის დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ უმასპინძლა. აფხაზეთში, საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, გაგრის დასაბრუნებლად წარმოებული სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიურ პერიპეტიებთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. მან სოხუმის ოკრუგისა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობიდან გაგრის გამოყოფის (1904 წლის 25 დეკემბერი), ხოლო 1917 წლის 7 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის (მთავრობის) დადგენილებით გაგრის კვლავ დაბრუნების ისტორია გაახსენა. როგორც ჯემალ გამხაიამ აღნიშნა, რუსეთის მთავრობა (წითლებიც და თეთრებიც)…

მეტი...

სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 2 დასაქმებულს სიცოცხე შეეწირა, სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს. შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორ ოთარ ცნობილაძის ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. ბრალდებულის ადოკატის განცხადებით, ოთარ ცნობილაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ უდანაშაულოა, რადგანაც, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე თავად დასამებულებს უნდა ეზრუნათ. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია თბილისში 31 მარტს მოხდა. სამშენებლო სამუშაოებისას ჩამოწოლილმა მიწამ 2 დასაქმებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

არც შობა და არც ბზობა ბრწყინვალე დღესასწაული არ არის

დეკანოზ გიორგი კიკვიძეს განცხადებით, სიტვა „ბრწყინვალე,“ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს შეიძლება ვუწოდოთ. როგორც მამაომ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადამიანები ხშირად სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის შობას და ბზობას „ბრწყინვალეს“ უწოდებენ, რაც არასწორია. „სიტყვა ბრწყინვალე მისადაგება მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს. ჩვენ ხშირად ვამბობთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც სწორი არ გახლავთ. მხოლოდ აღდგომას ეკუთვნის სიტყვა ბრწყინვალე,“-განაცხადა მამაომ „მედიაცენტრ მთავართან“. მამაო მრევლს მოუწოდებს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აუცილებელი არ არის ტაძარში ბზის დიდი ბუჩქებით მივიდნენ და ამ დღესასწაულისთვის ბზის პატარა ტოტიც საკმარისია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს  -ბზობას, კვირას, 21 აპრილს აღნიშნავს.

მეტი...

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ემშვიდობაბა და ბრძენ პატრიარქთან ბრუნდება

„ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა…“ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საპატრიარქოს უბრუნდება. როგორც ჟვანია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1-ელი მაისიდან დატოვებს და საპატრიარქოში დაბრუნდება. „მედიაცენტრი მთავარი“ ლაშა ჟვანიას პოზიციას უცვლელად მის მიერ გავრცელებულ ფოტოს გთავაზობთ. „ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი…

მეტი...