ეროვნული ტრაგედია – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

BBC – ის ცნობით, პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ნოტრ-დამში მდებარე ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მიზეზები უნდა დაადგინოს. საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული. სააგენტო “როიტერსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ…

მეტი...

„2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ სიღარიბიდან ამოიყვანა 350 ათასი ადამიანი“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური ტემპით, სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში 10-12 წელი დასჭირდება, 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პირობებში კი, პრობლემის დაძლევისთვის საკმარისი შეიძლება 7-8 წელიც იყოს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელი ძალაა. მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სიღარიბის დაძლევაა. როგორც კობახიძემ თქვა, ამისთვის დაგეგმილი აქტივობები დადებითად ფასდება და მოწონებით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში. „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური და სოციალური ვითარება. შარშანდელი მონაცემებით, 800 ათასი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა და ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.…

მეტი...

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ელექტროშოკი და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები სკოლებიდან ამოიღეს

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ელექტროშოკი და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები სკოლებში ამოიღეს, ფიქსირდება ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევებიც. მანდატურების მიერ სექტემბრიდან აპრილამდე 900-მდე  დასახელების ნივთიერება და ნივთია ამოღებული სკოლებში. ინფორმაციას თავად მანდატუსი სამსახური ავრცელებს. 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი, 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 20 ნარკოტიკი, – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მანდატურებმა სკოლებიდან 7 თვის მანძილზე ამოიღეს. განათლების სამისნიტროს მანდატურის სამსახური სკოლებში უსაფრთოებას კვლავ გამოწვევად ასახელებს, თუმცა განმარტავენ რომ სკოლებში აღმჩენილი 66 ათასი დაღღვების მიუხედავად, წელს მდგომარეობა ბევრად გამოსწორებულია. საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს სპეციალისტები. ოპოზიციაში…

მეტი...

სულხან სალაძე: „მოსამართლეების დაშინება და შანტაჟი გრძელდება”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები უზენაიესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობდნენ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, განაცხადა, რომ მოსამართლეთა შანტაჟი და დაშინება გრძელდება. მისი თქმით, მოსამართლეებს არ აქვთ დამოუკიდებლობის და თავისუფლების განცდა, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. სალაძემ მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, რომელიც შეემთხვა ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც სალაძის თქმით, გავლენიანი ჯგუფის წევრი არ არის. მას კაბინეტში დაახვედრეს უხამსი შინაარსის ფოტო, რითაც თავისი ადგილი მიუთითეს და ქვეტექსტით უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ის არ არის. სალაძე მოსამართლის ვინაობას ვერ ასახელებს. „მე არ ვიცი, რომელ მოსამართლეზეა საუბარი. მე, ვიცი მხოლოდ ის…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს. საკომიტეტო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია საკითხის გადავადებას ითხოვდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში მოსამართლეთა დეფიციტია, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დასაკარგი არ არის არც ერთი საათი. როგორც სხდომაზე, საპარლამენტო უმცირების წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნებითა და რეკომენდაციებით აპელირება „ქართული ოცნების“ ფასადური პოლიტიკაა. „რას მოელით ვენეციის კომისიისგან, რა გგონით, თუ მათ დასკვანს არ გაითვალისწინებთ, თავს დაიწვავენ წმინდა მარკოზის მოედანზე? ისინი ჩამოსული იყვნენ და გითხრეს, რომ ფორმალურია მათი აქ ჩამოსვლა, რადგან ჩანიშნული გქონდათ ყველაფერი. ისინი იძლევიან მხოლოდ…

მეტი...

კიკვიძის პარკში, მშრალ შადრევანსა და სხვა ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში, საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი მოეწყობა. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება. “პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება,”-განაცხადეს თბილისის მერიაში. კიკვიძის პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ღირებულება 4 722…

მეტი...

“მზიურში“ ტბა, საბავშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა

თბილისში, “მზიურის პარკი“ მოწესრიგდება და სრულიად განახლდება. შეიქმნება საბავშო სივრცეები, ხელოვნური ტბა, მოეწყობა საფეხბურთო, ველობილიკის და სკეიტბორდის მოედნები. ასევე, დასასვენებელი პავილიონები. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება. „მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება,…

მეტი...

ჭყლეტვის საფრთხიდან გამომდინარე, საელჩო, ისრაელში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

ცეცხლის გარდამოსვლის დღეს, არსებული ხალხმრავლობიდან და ჭყლეტვის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო, საქართველოს გარკვეულ მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ. საქართველოს საელჩო, ისრაელში, 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია, იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება,”- ნათქვამია განცხადებაში. როგორც ისრაელში საქართველოს საელჩო აცხადებს, მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება, შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და…

მეტი...

“სასამართლო გადაწყვეტილებების დროული აღსრულება ერთ-ერთი პრობლემაა“ – ბიზნესომბუდცმენი

“სასამართლო გადაწყვეტილებების დროული აღსრულება ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს” – აცხადებს ბიზნესომბუდცმენი ირაკლი ლექვინაძე. მისივე შეფასბით, ბიზნესს პრობლემები ექნება, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება. „არის შემთხვევები, როდესაც ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან, საერთო სასამართლოების მიერ, ერთ სუბიექტთან მიმართებაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება. მსგავსი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც, ამავდროულად, ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. შეგახსნებთ, რომ ირაკლი ლექვინაძემ…

მეტი...

ბიზნესომბუცმენი მერიას მიმართავს, მიწის მესაკუთრეებს ალტერნატივა შესთავაზოს

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, თბილისის მერიამ მიწის მესაკუთრეების პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა უნდა შესათავაზოს. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ბიზნესის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, მას ყველაზე ხშირად ახალი საბანკო რეგულაციების მიზეზებით მიმართავენ. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები. „მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიწის მესაკუთრეებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, უნდა შესთავაზოს. მათ შორის, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენება, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და…

მეტი...

„ე.წ. კანონიერ ქურდს ან თავი დაანებონ, ან ექსტრადაცია მოახნინონ“ – მინდია ლავასოღლის ადვოკატი

თურქეთის ციხეში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი მშრალ შიმშილობას აცხადებს. ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ან მისი ექსტრადაცია მოახდინონ, ან საერთოდ თავი დაანებონ. ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატმა „მედიაცენტრც მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილები გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, მინდია გორაძე პოლიტიკური დევნილია. „უნდა შევეხო იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო მინდია ლავასოღლის მიმამართ. ეს არის მთელი რიგი უკანონობის კასკადი, რაც მოსამართლემ განახორციელა. ესეთი დევნა არავის მიმართ არ ხორციელდება, როგორც მინდია ლავასოღლის მიმართ და მისი ოჯახის მიმართ. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ არის სამართლებრივად მოტივირებული და…

მეტი...

„რადგანაც ენერგეტიკა ქვეყნისთვის სასიცოცხლოა, საგაფიცვო რეჟიმზე ვერ გადავალთ“ – ენერგეტიკოსების პროტესტი

ენერგეტიკოსები 4500 ადამიანისთვის ხელფასების 600 დან 1100 ლარამდე ზრდას და ადამიანური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები 19 მაისს დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლის გაუქმებას არ აპირებენ და მინიმუმ 5 000 ადამიანის გამოყვანას გეგმავენ. აქცია 13:00 საათზე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გაიმართება. „სექტორში დასაქმებულ 4500 ადამიანს იმაზე გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ეს მას ეკუთვნის. მათი ანაზღაურება 600 ლარია. ვითხოვთ, ეს თანხა 1100 ლარამდე გაიზარდოს და ღირსეულ პირობებში უწევდეთ მუშაობა. მართალია, ვიწყებთ აქციებს, მაგრამ საგაფიცვო რეჟიმზე იმ მარტივი მიზეთ ვერ გადავალთ, რომ ენერგეტიკა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა აქციისა, ვითხოვთ მედიაციას და…

მეტი...

ენერგეტიკოსები 19 აპრილს მასშტაბური გამოსვლებისთვის ემზადებიან – 5 პუნქტიანი მოთხოვნა

ენერგეტიკოსთა წარმომადგენლებმა 5 პუნქტისაგან შემდგარი მოთხოვნები „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ 19 აპრილიდან მასშტაბურ გამოსვლებს იწყებენ. “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩოხელმა ენერეგიტის სექტოში დასაქმებული ადამიანების სახელით ისაბრეს. მათი განცხდადებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში, სადაც ექვსი ათასამდე მუშახელია დასაქმებულია, ღირსეული შრომის პირობები არ არსებობს. „ჩვენი მოთხოვნები 5 პუნქტისგან შედგება: პირველი არის ხელფასების 50% -იანი ზრდა. დაბალი ანაზღაურების გამო, პროფესიონალი კადრების გადინება ხდება. აღნიშნულის საფუძველია საქართველოს ენერგოსექტორის მონათესავე საწარმოებში არსებულ ხელფასებთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა და „ენერგო-პრო“ ჯგუფში შემავალი ენერგოობიექტების ხელფასებთან რადიკალური უთანასწორობა. კომპანიის ფინანსური…

მეტი...

ბიზნესომბუდზმენმა 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გაგზავნა

მეწარმეების მომართვის საფუძველზე, 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. „2019 წლის I კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზედანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნაგაითვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურისუფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ…

მეტი...

„სასამართლოში სიტუაცია დალაგებულია, მომიყვანეთ მაგალითები, ეს განცდა ვის დაერღვა და ვიმსჯელოთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს სასამართლოში უსამართლობის კუთხით პრობლემები არ არსებობს და სისტემა ისეა დალაგებული, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, თუ ვინმე საწინააღმდეგოს ფიქრობს, კონკრეტული მაგალითები უნდა დაასახელოს. „ჩვენ სასამართლოს ტრანსფორმაცია მოვახდინეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, რადიკალური პოლიტიკური გარემო და რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია. რაც შეეხება სასამართლოს, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. დღეს კი აბსოლუტურად რადიკალური ვითარებაა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებით და არა რას ფიქრობენ ოპოზიციური ძალები. „ჩემთვის მთავარი არის რა განცდა აქვს…

მეტი...

„მერობა მელიას უნდოდა, ის სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას რეიტინი არ აინტერესებს და მათი საზრუნავი ის პრობლემებია, რომელიც თითქმის 30 წელია, მოსახლეობას დაუბრუნდა. ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ 19 მაისის არჩევნები მოგებული აქვთ. „ჩემი მთავარი საზრუნავია, რას ფიქრობს მოსახლება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთის გადასწრება, არამედ, ის, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა. ყველაფერი გამოჩნდება 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩატარდება. ამ არჩევნებით, მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და ზოგადად, დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ, კიდევ…

მეტი...

„დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა და საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა“ – ადვოკატი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მდიდარი წინაპრები არ ჰყოლია, ქონებას მემკვიდრეობით ვერ მიიღებდა და მან ფული ანა ბაგრატიონთან ქორწინების შემდეგ, სამეფო ტიტულების გაყიდვით იშოვა. ბაგრატიონების ქონების დავაზე ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „დავითი და ანა არიან ყოფილი მეუღლეები და ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ყოფილ მეუღლეებს აქვთ უფლება, ქონებრივი დავა აწარმოონ, ეს უფლება აქვთ ბაგრატიონებსაც. მათ კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს, ქორწინების პერიოდში ქონების შეძენასთან დაკავშირებით ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენონ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, წლების განმვალობაში, ცხოვრობდა საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში. თუ ასეთი მდიდარი მემკვიდრეები ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში…

მეტი...

„ანას საქციელმა ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა გამოიწვია“ – ბაგრატიონების დაპირისპირება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს, დედოფალ ანას, დედის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. დავით ბაგრატიონის არგუმენტები მისი ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა. „ანას საქციელმა, ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა გამოიწვია. დავითის დედას გულის შეტევა დაემართა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. სწორედ ამის გამო, დავითი იძულებული გახდა, ესპანეთში წასულიყო. დავითი გამგზავრება და მისი დაკითხვის დრო კი არ დაემთხვა ერთმანეთს, პირიქით, პირდაპირპროპორციული იყო ანას ჩადენილი ქმედებების. სწორედ მან მოახდინა დავითის დედის გულის შეტევა, უფრო სწორედ, მისმა ქმედებებმა“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე ინფორმაციით, დავითის დედის მდგომარეობა ამ წუთისთვის გაუმჯობესებულია და დავითის საქართველოში დაბრუნება სწორედ…

მეტი...