6 აუცილებელი პირობა, რომელიც, პანკისში, ჰესის მშენებლობითვის შესწავლილი არ არის

„5 მგვტგ სიმძლავრის ჰესი ნამდვილად არ ღირდა იმად, რაც პანკისის ხეობაში მოხდა. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ სამიანობის დამწყების ინტერესებია დაცული. ბიზნესი წინ არის წამოწეული. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოსავალი მხოლოდ ერთია – მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზიანი არ მიადგება“ – აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „საქართვეოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც გარემოს დამცველი აცხადებს, პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, თითქმის არცერთი აუცილებელი პუნქტი შესაწავლილი არ არის.

“რომელი ერთი ჩამოგთვალოთ, ყველაფერი შესასწავლი და პროექტი თავიდან დასაწრია”, ამბობს გარემოსდამცველი.

„პირველი პრობლება – შეუსწავლელია წყლის რესურსი; მეორე – მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებოს; მესამე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები დარღვეულია; მეოთხე – ეკოლოგიური ხარჯი დათვლილი არ არის; მეხუთე – ბიომრავალფეროვნების საკითი; მეექვსე – გეოლოგური შეფასება არ არსებობს… კიდევ შემიძლია გავაგრძელო“ – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები