„ჩემი მიზანი დავით ბაგრატიონის გასამართლება არ არის“ – აცხადებს დედოფალი

  •  

 პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დასრულებულია. როგორც დედოფალი ანა აცხადებს, მისი მიზანი მხოლოდ სიმართლის დადგენაა და არა მისი ყოფილი მეუღლის გასამართლება. “მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება არ არის. ჩემი მიზანი მხოლოდ სიმართლის დამტკიცებაა“ – განუცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებს. მისივე განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც მასზე ძალადობა დასტურდება, მას არ გამოუჩენია. „სამხარაულის ექსპერტიზის დოკუმენტი ერთ-ერთ საქმეში იყო და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი მხოლოდ სიმართლის დამტკიცებაა“, – განაცხადა ანა ბაგრატონ-გრუზინსკიმ. სამეფო ოჯახის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონსაც გამოკითხავენ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ყოფილმა მეუღლემ…

მეტი...

ბაგრატიონების დავაში ექსპერტიზა ერთვება – რეალურია თუ არა სამხარაულის დასკვნა

  •  

 მეფე-დედოფლის დაპირისპირებაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ჩაერთო. დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ფიზიკური დაპირისპირების ნაწილში მოპასუხედ სწორედ ექსპერტიზის ბიურო ერთვება. როგორც ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ანა ბაგრატიონის დაზიანების შესახებ სამართალდამცველებს იმიტომ არ შეატყობინეს, რომ მსგავსი ვალდებულება მათ არ ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2014 წლის 14 მაისს მიმართა. კვლევის ობიექტი კი საკუთარ თავზე სამედიცინო შემოწმება იყო. „ანა ბაგრატიონ გრუზინსკის თხოვნა იყო ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს.…

მეტი...

არ შეიძლება ბიზნესის სოლიდური მოგების დაცვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე – სოფო კილაძე

  •  

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, სოციალურ ქსელში, კერძო ობიექტებზე დასაქმებულთა ტრაგიკულად დაღუპვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი მექანიზმი ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. მისი თქმით, მეტ მოგებაზე ორიენტირებულ კერძო კომპანიებს არა აქვთ სანქციების შიში, რის გამოც სანქციები უნდა გამკაცრდეს, აღსრულების მექანიზმები კი გაუმჯობესდეს. “სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, უკვე მერამდენე ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე. ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანებს სიკვდილისგან. ფაქტია, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.…

მეტი...

“ჯერ კიდევ შესაძლებელია, თბილისობას დავით აღმაშენებელთან ერთად შევხვდეთ” – ვახტანგ დავითაია

  •  

 ​არქიტექტორი ვახტან დავითაია, უკვე წლებია, მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის “პირველი რესპუბლიკის” მოედანზე გადმოტანის საკითხზე მუშობს, თუმცა თბილისის მერია ამ საკითხით არ ინტერესდება. ​როგორც ვახტანგ დავითაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების მოთხოვნით წერილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს.  წერილში წერია, რომ ძეგლი, მისი ავტორების ლევან ბერძენიშვილისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ შერჩეულ ადგილზე უნდა დაიდგას. “მერიიდან არავითარი პასუხი არ მიგვიღია. ეს ზუსტად ასახავს თბილისის მერიის მუშაობის დღევანდელ სტილს. სათანადო ძალისხმევის შემდეგ, შევხვდი თბილისის მერ კახა კალაძეს. გავიდა თვეები, შედეგი კი არ ჩანს. დარჩა კიდევ ერთი გზა, მოვიძიოთ…

მეტი...

დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ფინური საბავშო წიგნით “გამარჯობა რუბი” ისწავლიან

  •  

 ​წიგნით – „გამარჯობა რუბი“, სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან. „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს N 2, ქალაქ რუსთვის N 4 და თბილისის N 71-ე საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება. ​​როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში “მედიაცენტრ მთავარს განუცხადეს, „გამარჯობა რუბი“ ფინური საბავშვო წიგნების სერიაა, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას…

მეტი...

სამგორის რაიონში, აუტიზმის ცენტრი აშენდება

  •  

 საქართველოში,თბილისში, სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის აეროდრომის მომიჯნავე ნაკვეთში, აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. „მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი“ ააშენებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.  გუგლ მეფში უკვე ასახულია, როგორც აუტიზმის ეროვნული ცენტრი.

მეტი...

გლდანში, სანიაღვრე ქსელის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება

  •  

 თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის რაიონში, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობისა და ხშირ შემთხვევაში, არარსებობის გამო, ძლიერი წვიმის დროს სერიოზული პრობლემები იქმნება. საგზაო სამუშაოები ამჟამად ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარი მოწესრიგდება და სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გლდანის გამგეობაში განუცხადეს, საგზაო ინფრასტრუქტურა სულ 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება, ხოლო სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ​მათივე ინფორმაციით, მეორე ეტაპი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება. მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. აღდგება მწვანე…

მეტი...

თბილისში, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება

  •  

 ​თბილისში, 4 აპრილს, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება. ამ დღეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიება იმართება. “ეს არის დღე, როდესაც უნდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მზრუნველობა მიუსაფარი ცხოველებისადმი და ვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად. თავშესაფარში გეპატიჟებათ იმისათვის, რომ შევუერთდეთ დანარჩენ მსოფლიოს და საზოგადოების ყურადღება მიუსაფარი ცხოველების პრობლემებისა და საჭიროებებისაკენ მივმართოთ,” – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს, სხვადასხვა სახის გასართობი და სახალისო აქტივობები დახვდება:  ლეკვებთან ერთად ფრიზით და ბურთით აქტივობები; ლეკვებისა და კნუტების გამოკვება; ცხოველების გასეირნება; საკატის მოწყობა-შეღებვა; ფერადი ცარცებით თავშესაფრის ტერიტორიის გალამაზება; თავშესაფრის ბინადრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღება; ცხოველების გამოსახულებებით სახის მოხატვა. გაიმართება ცხოველების გაჩუქების აქცია.…

მეტი...

ტურისტებით გადავსებულ რესტორნებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა – შემოწმებულია 51 ობიექტი

  •  

 რესტორანი „მწვადი წალამზე“ – ვადაგასული პროდუქტი; „კალანდა“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „ასტორია“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „არტ-„ჰაბი“ – კრიტიკურლი შეუსაბამობა; „ორთაჭალის ხაში“ -კრიტიკული შეუსაბამობა; რესტორანი „ორთაჭალა“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „სუში ბარი“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „ინდური რესტორანი“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „პურის სახლი“, „კაფე კალა“ – ეს იმ ობიექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და სანქცია დაუწესა. ძირითადად, საუბარია თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში განთავსებული 51 კვების ობიექტებზე, საიდანაც 12-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შარშანდელთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია. „უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს…

მეტი...

მშენებლობისთვის საშიში ადგილები თბილისში

  •  

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა სუხიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი ​საკმაოდ სუსტ ადგილას მდებარეობს, არსებობს ტერიტორიები, სადაც მშენებლობა საშიშია ან მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს. როგორც ლაშა სუხიშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მშენებლობები, პირველ რიგში, დაუშვებელია დატბორვის არეალებში. ასეთი მთავარი არეალი თბილისში არის მდინარე ვერეს ხეობა;  გლდანულაში, დიღმის წყალის კალაპოტში, სადაც დღეისთვის სახლებია ჩადგმული და დიდი საფრთხის შემცველია; ვაშლიჯვარში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დასაშვებია საკმაოდ მაღალი სტანდარტის დაცვით, უნდა იყოს გათვალისწინებული გრუნტის მდგომარეობა, შესაბამისად, იქ მშენებლობა უფრო…

მეტი...

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ფერდობის დასუფთავებას მიმდინარეობს

  •  

 ​თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, ზვიად გამსახურდიას სახელობის (მტკვრის მარჯვენა) სანაპიროს მიმდებარედ არსებული, გამწვანებული ფერდობის დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება. ფერდობზე გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება მწვანე-საფარი. “მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა,” – აცხადებენ მერიაში.

მეტი...

„ცუნამისა და ვულკანის გარდა, თბილისში ყველანაირი საფრთხე არსებობს“ – ლაშა სუხიშვილი

  •  

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქში ორი სახის საფრთხეები არსებობს, ერთი, რასაც ბუნება გვიმზადებს და რისი მოწმეებიც ყოველწიურად ვხდებით თბილისის ტერიტორიაზე და მეორე – საკანონმდებლო ხვრელები.  ​როგორც ლაშა სუხიშვილმა “მედიცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი ​საკმაოდ სუსტ ადგილას მდებარეობს, აქ არსებობს თითქმის ყველა ბუნებრივი საფრთხე, ცუნამისა და ვულკანის ამოფრქვევის გარდა. “ეს პრობლემების ერთი მხარეა. მეორე მხარეა ის რომ არსებულ გამოწვევებს კანონმდებლობა ვერ უმკლავდება. მაგალითად, საკმარისია გქონდეთ ფიქტიური გეოლოგიური კვლევა და ამის საფუძველზე მოითხოვოთ მშენებლობის ნებართვა,…

მეტი...

“სასამართლო კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება” – კახა წიქარიშვილი იუსტიციის საბჭოს დაშლის გზებზე

  •  

 ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობისგან მოითხოვს აღიარონ სასამართლო კრიზისი და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობის ვადამდელი დაშლის გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადავა. როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა პარლამენტს მიმართეს რეკომენდაციით, შეისწავლონ სასამართლოში არსებული მდგომარეობა და მიიღონ სპეციალური რეზოლუცია. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რეზოლუციის მიუხედავად, არ გადადგებიან, შემდგომ უნდა დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო პროცედურებზე თუ, როგორ ჩამოაცილონ კლანი სასამართლოს მმართველობას.   ​მისივე განმარტებით, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რის საფუძველზე იუსტიციის საბჭოს ჩამოერთმევა უფლებები…

მეტი...

“არ ველოდებით, რომ ვენეციის კომისია კლანის არსებობას აღიარებს” – კახა წიქარიშვილი

  •  

 ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისგან ქართული მართლმსაჯულების სისტემაში  კლანის არსებობის აღიარებას არ მოელის. როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ვენეციის კომისიას გაუგზავნეს ალტერნატიული მოსაზრებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა სასამართლოში კეთილსინდისიერი კადრის შერჩევა ვერ უზრუნველყო, იმის გამო, რომ იუსტიციის საბჭო მოქცეულია არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელში.   “​​ვენეციის კომისია, ეს არის ცნობილი იურისტების დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი. კომისიას ჩვენ გავუგზავნეთ დასაბუთება, კლანის საქმიანობის აღწერა. ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ სასამართლოში არსებობს კლანი და ის უნდა წავიდეს. მაგრამ ჩვენ…

მეტი...

მურუსიძეს გირგვლიანის საქმეზე კერძოს განჩინების მიღება შეეძლო, რაც არ გააკეთა – კახა წიქარიშვილი

  •  

 ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი დამაჯერებელ არგუმენტად არ მიიჩნევს, მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, თითქოს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას იმ პერიოდში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას კანონი არ აძლევდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კახა წიქარიშვილმა განაცხადა, არის ერთი შესაძლებლობა, რაც ლევან მურუსიძეს ჰქონდა ამ საქმეზე, კერძოდ, მას შეეძლო მიეღო კერძო განჩინება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით. ამ კერძო განჩინებაში ჩაეწერა ყველაფერი, რაც სტრასბურგის სასამართლომ ჩაწერა თავის გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შეეძლო ეთქვა, რომ ამ საქმეზე ჩატარდა არასრულყოფილი გამოძიება, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას და შესაძლო…

მეტი...

პოლიციასთან დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს

  •  

 თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ექვსივე მონაწილე გათავისუფლებულია. მიუხედავად ამისა, ისინი საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და ფართომასშტაბიანი გამოსვლებით იმუქრებიან. ერთ-ერთი დაკავებულის, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სამართლიანობისა და უსაფრთხო შრომის მოთხოვნით აქციები გაგრძელდება. ექვსივე გათავისუფლებული სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რომელმაც მათი სასჯელის ფორმაზე უნდა იმსჯელოს. „ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან, შრომა უსაფრთხო არ არის, დარღვეულია მთელი რიგი წესები, რაც იწვევს მასობრივ სიკვდილს. სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ადამიანები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო შრომის პირობები. აქციებს გავაგრძელებთ, სანამ არ გვექნება შედეგი“ – განუცხადა ვახუშტი მენაბდემ „მედიაცენტრ მთავარს“. გათავისუფლებულთა ინტერესებს ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”…

მეტი...

საქართველოს ტყეებში მალე ირემი გაქრება – თბილისის ზოოპარკი საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

  •  

 თბილისის ზოოპარკმა საფრთხეში მყოფი ცხოველების გადარჩენის კამპანია დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იშვიათი სახეობების გამრავლება და მათი ბუნებაში დაბრუნება.  პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსების მოსაზიდად თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებისგან თანადგომას ითხოვს. “თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. ამ რთული და ძვირადღირებული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზე. ერთად ვაჩუქოთ მომავალი ცხოველებს! დავეხმაროთ გადარჩენაში!”, – ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  მათივე ინფორმაციით, შეწირულობის შესახებ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის გვერდზე პერიოდულად განთავსდება.

მეტი...

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობით შესაძლოა ფუტკრებიც განადგურდნენ

  •  

 ტერიტორიები, სადაც მეფუტკრეობაა განვითარებული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი განსაკუთრებული ზომების დაცვით განხორციელდება. კერძოდ, ტერიტორიის თერმული დამუშავება საღამოს საათებში განხორციელდება, როცა ფუტკარი დაბინავებულია. წამლობის დაწყების შესახებ ინფორმაციას მეფუტკრე 24 საათით ადრე მიიღებს.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე დაგაანადგურე“ სადგურები. მათივე ინფორმაციით, გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ, რათა დაგეგმილმა დაცვითმა ღონისძიებებმა მინიმუმამდე დაიყვანოს ფუტკრის დაზიანების რისკი. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებმა უნდა…

მეტი...

“დაკავებულებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება”

  •  

 საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ დაკავებულებზე ზეწოლა არ ხორციელდება და ისინი პრეტენზიებს არ გამოხატავენ. “მოვინახულეთ დაკავებულები, როგორც ვიცით ისინი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ჩვენ არ ვფლობთ ვიდეოჩანაწერებს და შესაბამისად, ვერ ვიტყვით ეს ასეა თუ არა. ისინი ამ ეტაპისთვის კარგად გრძნობენ თავს, არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება და პრეტენზიებს არ გამოხატავენ. ახლა მათთან ადვოკატები შედიან. ვადასტურებთ 6 ადამიანის დაკავებას” – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

მეტი...

დაკავებული 6 პირი ვაკის პოლიციაში გადაიყვანეს

  •  

 ამ დროსათვის, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე. დაკავებული მოქალაქიდან ერთ-ერთი EMC-ს თანამშრომელი ცოტნე ცხვედიანია. დაკავებულები არიან ასევე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. მათ ინტერესებს EMC-ს ადვოკატები დაიცავენ. აქციის დროს დაკავებულები ვაკის პოლიციაში არიან გადაყვანილი, ამის შესახებ  შსს-ში აცხადებენ.

მეტი...