მამუკა ბახტაძე: „სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი განათლებაა, ბიუჯეტის მეოთხედს მას მოვახმართ“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ კოლეგებს სხვა მნიშვნელოვან მიღწევებთან ერთად განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. მან საქართველოს წინაშე მდგარ პრობლებათა შორის სიმწვავით მხოლოდ ორი, ოკუპაცია და სიღარობე გამოყო. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლება არის სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი, ამიტომ შეეცადა განათლების რეფორმაზე ამომწურავად ესაუბრა.  „განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო…

მეტი...

ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც კანონი ყველასთვის თანაბარია, ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს – მამუკა ბახტაძე სასამრთლო რეფორმაზე

ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლისა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის საიუბილეო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძე ვრცელი სიტყვით წარსდგა. პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. როგორც მან აღნიშნა, სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი დაუღალავად მუშაობს ძლიერი, დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის ფორმირებაზე. „მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ სასამართლო სისტემის სრულყოფის საქმეში. სრულყოფილებამდე კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა, შედეგი ნამდვილად სახეზეა. სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა…

მეტი...

მამუკა ბახტაძე ოს და აფხაზ მოქალაქეებს – „ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მტკივნეულ საკითხზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყანა კვლავ იმყოფება ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე. ბახტაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,  გვყავს 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი, ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას. „ეს სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა – ამ ტერმინის ყველა განზომილებით. ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: „ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა“

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ქვეყანაში დემოკრატიული წინსვლა შეუქცევადი გახდა. მან ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, რომელიც ვენეციის შეფასებით, დემოკრატიის ევოლუციას ემსახურება და დადებითი ნაბიჯია ქვეყნების საკონსტიტუციო წეს-წყობილების კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეფუძნება. „ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე…

მეტი...

“20 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატება საქართველოსთან ერთად ევროსბჭოსაც ეკუთვნის” – მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს წევრებს საქართველო განვლილი გზა გააცნო. მისი თქმით, 20 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატება საქართველოსთან ერთად ევროსბჭოსაც ეკუთვნის. პრემიერმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროსაბჭოს დახმარებით აქვს ამბიცია რეგიონში მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება. „20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვა. ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და…

მეტი...

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოზე მისი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა

დღეს ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილე და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნა. მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს სხდომაზე გამოსსვლა 9 აპრილის მოკლე აღწერითა და მისი მნიშვნელობის ხაზგასმით დაიწყო. ამით ევროსაბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთი დიდი ხანია ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და ქართველ ხალხს რუსული აგრესიის მოგერიება წლებია უწევს. „გუშინ, 9 აპრილს, საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით. იმ დღეს ქართველმა…

მეტი...

მამუკა ბახტაძე – „საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“

როგორც პრემიერ-მინიტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის პროექტს და მისთვის პრიორიტეტია, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. „პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რომ ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

რატი იონათამიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე პოლიტიკური ოპონენტები პანიკაში ვარდებიან“

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ „ტელეიმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ. იონათამაშვილი დასძენს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენაც კი საკმარისია, რომ მაშინვე ჩვენი ოპონენტები პანიკაში ვარდებიან. „ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის – ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი – ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: „ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება“

ქართული ოცნების წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ამ ინტერვიუთი საზოგადოებას ყველა კითხვაზე ამომწირავი პასუხი გასცა.   „პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე, აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას. 9 აპრილს საზოგადოებას გაერთიანებისკენ ოუწოდა და ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, – არადა, არჩევნები  წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა… და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც, ბატონებო, ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?!“ – მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს. მისივე თქმით,…

მეტი...

ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

შპს „სოფოს“ შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან  მიღებული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ განახორციელა. შემოწმებისას აღმოჩენილი იქნა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით  განადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

მეტი...

მეტი წიგნი სოფელს – პროექტი “აჩუქე წიგნი”

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია “გალფის” სადგურებზე წიგნები დარიგდება. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ანაგრამა. პროექტის ფარგლებში რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სისტემატურად მიეწოდება წიგნები. „გალფი“ ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულო ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ამაყია, რომ საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ნელ-ნელა იზრდება. მისი თქმით, სულ უფრო მეტი კომპანია იჩენს ინტერესს, აკეთოს სახალხო და საზოგადოებრივი საქმე. მისი აზრით, წიგნიერების ამაღლება და რეგიონებში წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა უმნიშვნელოვანესია და ჰაერივით სჭირდება ახალგაზრდებს. „ამ პროექტთან უკვე თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ გამომცემლობები, კომპანიები, ასოციაციები.…

მეტი...

“კარგად გვესმის ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აწუხებს” – ირაკლი ღარიბაშვილი ხულოში მერობის კანდიდატის წარდგენაზე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი საქმე გააკეთა,თუმცა ქვეყნის გამოწვევად მაინც რჩება სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის. მისი თქმით, მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე მეტად გააუმჯობესებს სიტუაციას და დაეხმარება მოსახლეობას. “წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს. მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მოსახლეობას. ვუყურებ რა ამ ადამიანებს თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთავრობას გვაქვს სრული ვალდებულება და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ ერთგულად გემსახურებით. მინდა ყველას მოთმინებისთვის გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენმა მთავრობამ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი…

მეტი...

მერიამ 20 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მეტროს სადგურებზე და მეტროს ვაგონებში, მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, ბოლო დროს, მეტროში არსებულ მდგომარეობასთან და ვაგონების დაზიანებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემთხვევები ახალი არ არის და წლების წინაც ხდებოდა. მისი თქმით, 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებისთვის. „დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა და სადგურების რეაბილიტაცია,…

მეტი...

„ლანძღვა არგუმენტების ნაცვლად – ჩვენი ოპოზიციის რეალური გეგმა“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ოპოიციის ბრალდებებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არის მათი ტრენდი. „იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვნილი სხვადასხვა საკითხები არგუმენტებით გააკრიტიკონ, ვხედავთ მათ საერთო ტრენდს – ეს არის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ამით ცდილობენ გადაფარონ რეალობა და შესაბამისი არგუმენტები. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა და შეიმუშავეს საერთო მესიჯბოქსი, სადაც არ გამოკვეთილა არც ერთი რეალური არგუმენტი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუში მოყვანილი საკითხების საწინააღმდეგოდ” – აცხადებს მდინარაძე. მისივე შეფასებით, სიმართლე და არსებული წარმატებები…

მეტი...

„თურქეთში 4 კი არა, 124 კარატისტი ვიყავით“ – კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ჩინოვნიკის ანგარიშსწორებაზე

“დაკავებული არ ვყოფილვარ, უცებ, დამიბარეს, გაიმართა სასამართლო, მიშას დროს როგორც იყო და 15 000 ლარიანი გირაო შემიფარდეს. ეს ყველაფერი მას მერე დაიწყო, რაც მე გამოვხატე პოზიციები, რომ ბევრი რამ არ მომწონს და დავაფიქსირე, რომ პრეზიდენტის არჩევნებში და კამპანიაში არ ჩავერთვებოდი“ – აღნიშნული განცხადება კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ბასილიამ აღნიშნა, იმ ბრალდებას, რასაც ედავებიან, რეალობასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს. „15 000-იანი ფედერაციაა. რაც შეეხება ბრალდებას, იმდენად თითიდან გამოწოვილი თემაა, მინდა ყველას მოგმართოთ, თავად ჩაატარეთ მოკვლევა და ნახეთ, რას დაობენ, არის თუ არა ეს რეალობასთან ახლოს. თურქეთში…

მეტი...

„ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება

საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხო კამერების განთავსებისთვის ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება.  მისი თქმით, „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და დამრღვევი პირებისთვის შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს. „მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით,…

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს ქალი მძღოლები მოემსახურებიან

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე ექვსი ქალი დასაქმდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, დამატებით, ექვსი ქალი დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ,”- განაცხადა კახა კალაძემ. მერის განცხადებით, გადამზადების პროგრამა დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.…

მეტი...

კარატისტები პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებიან, ხელისუფლებას საკუთარ ძალას ყრილობაზე დაანახებენ

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, რომელსაც თაღლითობაში ედება ბრალი, მის წინააღმდეგ მიმზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. როგორც კახა ბასილიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სკანდალის გამო მას 2 გზა დაუტოვეს: ან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მორჩილებაში უნდა იყვნენ, ან ეძებონ პოლიტიკური მოკავშირეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.   “იმის გამო, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ორი გზა გვქონდა, ან უნდა მიგვეღო მმართველი პარტიის პოზიცია და მათი მორჩილები გავმხდარიყავით, როგორც ყველა ფედერაცია, ან უბრალოდ 2020 წლისთვის მოვძებნოთ პარტნიორები, მაგრამ ეს არ იქნება, არც “ოცნება” და არც გაერთიანებული ოპოზიცია. ძალიან ბევრი…

მეტი...

მაია რჩეულიშვილს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

“ცენტრ პოინტის” ე.წ. მიონის საქმეზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ, მაია რჩეულიშილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ქეთევან ჟორდანიას კი – 5 წლით პირობითი სასჯელი. პროცესს მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია არ ესწრებოდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

მეტი...

150 ნეშტის წარმომავლობას მუსლიმები ეჭვით უყურებენ და ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს ხელისუფლებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს და 3 ძირითადი მოთხოვნის შესრულებას ითხოვს. პირველი – ბათუმში აღმოჩენილ 150-მდე ადამიანის ნეშტს ჩაუტარდეს დნმ ანალიზი; მეორე – თუ ანალიზით მათი ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება, ძვლების გადასვენება მოხდეს ნეიტრალურ სასაფლაოზე; მესამე – დაკრძალვა არანაირ დღესასწაულს არ უნდა დაემთხვეს. აღნიშნული მოთხოვნები სტულიად საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა, სადაც ის ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. „ჩვენ ინფორმირებულებიც კი არ ვიყავით და არაფერი ვიცოდით, თუ ბათუმში მსგავსი სამარხი არსებობა. ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც სამარხი გაითხარა. ეს ადასტურებს, თუ როგორია კომუნიკაცია…

მეტი...

ერთ საფლავში 150 ნეშტი იყო და ძვლები არეულია – ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებზე

​სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმღვანელი, მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ბათუმში აღმოჩენილი ნეშტები, რომლებიც გასული საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით, ერთმანეთში ისე არის არეული, რომ მათი დნმ-ის დადგენას წლები დასჭირდება.  როგორც ბეგლარ ქამაშაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი რელიგია კრძალავს სამარხის გახსნას და მიცვალებულის სხვა ადგილას გადასვენებას თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ არის განპირობებული, მათ შორის, როგორიც არის სტიქიური მოვლენები, მეწყერის ჩამოწოლა და სხვა. “ისლამის რელიგიის დოგმატის მიხედვით, სამარხების გახსნა აკრძალულია. განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, სამარხების გახსნას ყოველთვის თავს ვარიდებთ. ვინც სად განისვენებს, იქ უნდა დარჩნენ და…

მეტი...

ვახუშტის ხიდზე, საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება

თბილისში, ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღის ბოლომდე, პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. „ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, – განაცხადა კახა…

მეტი...

მუსლიმები ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებენ – დავა ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, 1937-1938 წლებში, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ს ანალიზის ჩატარებას და მათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკრძალვას მოითხოვს, სადაც არ განთავსდება, არანაირი რელიგიური სიმბოლო.   ამასთან დაკავშირებით “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძემ ისაუბრა.  მისი თქმით, აღმოჩენილი სამარხის შესახებ ინფორმაცია 5 დღის წინ მიიღო და აპირებს ნეშტების შესწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.  სასულიერო პირის თქმით, სახელობით სიაში ძალიან ბევრი ქართველი მუსლიმი წინამღძვრის გვარია შესული, რომლებიც გასული საუკუნის 37-38-იან წლებში აჭარაში მოღვაწეობდნენ. ” ვიცით, რომ სახელობით სიაში 600-ზე მეტი გვარია მოცემული, მაგრამ ამჟამად 150 ნეშტია ამოღებული.…

მეტი...

თბილისის ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების “მონუმენტები” გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში უჩვეულო “მონუმენტები” გამოჩნდა. იდეის თანახმად, აქციის მიზანია, მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენონ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობა, რათა მათი ავტომობილიც არ აღმოჩნდეს ანალოგიურ სტენდზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ განუცხადა, მსგავსი სდენტის დადგმის მსოფლიო და ევროპული გამოცდილება არსებობს. ის ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა. ​მისივე ინფორმაციით, იდეის ავტორის ვინაობა, მალე გახდება ცნობილი. სტენდების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს დეპუტატი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. “დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად ვიმოძრაოთ, სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამ…

მეტი...

“გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“- პრეზიდენტი ოპონენტებს პასუხობს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს და აცხადებს, რომ ამ დღეს უმთავრესი რამ მოხდა, ექსპრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებსა და მათ მომხრეებთან შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა და განსჯის საგნად ის იქცა, რომ პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი კომენტარის გარეშე დატოვა და 9 აპრილს დაღუპულთა სიის ამოკითხვისას ეკა ბეჟანიშვილის გვარი გამორჩა.   „მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის,…

მეტი...

„მურუსიძე, ჩინჩალაძე – ეს გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენგან“ – ბიძინა ივანიშვილი

„მურუსიძე, ჩინჩალაძე – ეს გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს მათზე აქცენტი არასდროს გაუკეთებია. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოში არსებულ კლანზე საუბრისას. მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელზეც ისაუბრა და თქვა, რომ გიგაურმა ხალხის დამარბევლები დააჯილდოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს, დარბეული ხალხი დააჯილდოვა. ის დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება. ეს ყველაფერი გუნდში განვიხილეთ, მჭირდება, რომ, ეს ტელემაყურებელს შევახსენო. 2013…

მეტი...

უსაფრთხოა თუ არა თბილისის მეტრო და რა ჯდება ახალი ვაგონების შეძენა – ექსპერტი

მეტრო თბილისის მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, ყველაზე მოთხოვნადია. დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტით დღეში, 300-400 ათასი ადამიანი სარგებლობს. გახშირებული საცობების პირობებში, ქვეითები ოპერატიულობის თვალსაზრისით მეტროს ანიჭებენ უპირატესობას. მათ იმედი აქვთ, რომ დანიშნულების ადგილას ზუსტად გათვლილ დროში და უსაფრთხოდ მივლენ. ბოლო ხანებში, თბილისის მეტროში გახშირდა ავარიული შეფერხებები. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, – რამდენად უსაფრთხოა თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობა დღეს? ამ პრობლემაზე “მედიაცენტრ მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის“ დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი ესაუბრა. – თბილისის სატრანსპორტო კომპანია გვარწმუნებს, რომ უსაფრთხოა, მაგრამ რასაც ვხედავთ, საპირისპიროზე მეტყველებს. ბოლო ხანებში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა მატარებელი გაუმართაობის გამო გაჩერდა. კომპანიას არ განუმარტავს ზუსტი…

მეტი...