ყველა დაიღუპა –  უბედური შემთხვევა გუდაურში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა. დაიღუპა უცხოელი ტურისტის, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებას კლინიკაში გადაჰყავს. „სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავს,“ – განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ სამაშველო ჯგუფი გუდაურში ირანელი ტურისტის გადასარჩენად გაფრინდა, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და ჩამოვარდა.  

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმებას გამარტივებული მექანიზმით შეძლებენ

საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. მათივე ცნობით, უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. „მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის…

მეტი...

,,შეკითხვები არსებობს, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს“- გია ვოლსკი

,,დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვას წარმოშობს ის, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება,”– ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, არსებობს შეკითხვები და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს. „ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი კითხვები რომ მქონდეს, რაზეც შეიძლება ახლა ვილაპარაკოთ, მაშინ ცალ-ცალკე არ ვიქნებოდით. დიპლომატიურ სამსახურში დიდი ხანი ვმუშაობდი, აშშ-ში ათი წლის განმავლობაში. უამრავ საკითხზე გვქონია საუბარი ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საგანგებო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ამ მსჯელობას გარკვეული პროცესები მოსდევს თან, მაგალითად,…

მეტი...

,,ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კარგად მოგეხსენებათ რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას ეს ყველაფერი ხელს უწყობს რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეულია. “ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ის კი არა, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით და გამჭვირვალობით”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა”- შსს გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის,”- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. უბედური შემთხვევა გუდაურში – სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა – (mcm.ge)

მეტი...

უბედური შემთხვევა გუდაურში – სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა. აღნიშნული ვერტმფრენი  პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა, რის შედეგადად  რამოდენიმე ადამიანი დაშავდა, მაშველები სწორედ მათ ამოყვანას ცდილობდნენ.

მეტი...

რუსეთმა ბანაკი დაბომბა – საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა

რუსეთმა დაბომბა ბანაკი, სადაც “აზოვსტალის” მცველები არიან დატყვევებული. მედიის ინფორმაციით,  საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. რუსული მედია- საშუალები ამტკიცებენ, რომ ტყვეთა ბანაკზე იერიში უკრაინელმა არტილერისტებმა HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს. აღნიშნულ ბრალდებას ოფიციალური კიევი უარყოფს და კრემლის მორიგ ბინძურ პროვოკაციად აფასებს.

მეტი...

,,რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ”- მაია სანდუ

რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. „ომის შესაძლებლობა ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან გვემუქრება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კუთხით დაძაბულობა საზოგადოებას უფრო დაუცველს ხდის, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, განსაკუთრებით ენერგორესურსების გაძვირებას. რთული სიტუაციის მიუხედავად, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა,…

მეტი...

,,ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი – ომი და ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, პარალელურად კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ ემა და თქვენ ყველას, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ. ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი რომ იტყვიან გამოვიარეთ მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანს დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ასე რომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა და ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ კითხვების დასმაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო…

მეტი...

ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით, ხოლო წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით. „აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337 და N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასალის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, ავტობუსები – N305, N309,…

მეტი...

,,რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი  რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვის წამებაა ასახული. „რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ მიაყენა დაზიანებები უკრაინელ ტყვეს რუსი არაადამიანების ჯგუფმა. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი, ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით“,- წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე”

მეტი...

,,ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება”- პრემიერი ოპოზიციაზე

ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს, არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს. „ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენი საჯარო შეთავაზების, ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, ყველანი გავხდით მომსწრენი, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. აქვე მინდა, შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის…

მეტი...

,,დასავლურ ღირებულებებს აზიანებს მიხეილ სააკაშვილი”- სოზარ სუბარი

,,ქართული ოცნებიდან” წასულმა სოზარ სუბარმა, ჟურნალისტის კითხვის ,,რატომ აზიანებს დასავლურ ღირებულებებს მისი წერილებით”, საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლურ ღირებულებებს ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი აზიანებს. ,,დასავლურ ღირებულებებს აზიანებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ აშშ და ევროკავშირი არიან ზუსტად ისეთივე კოლონიზატორები, როგორიც არის რუსეთი, წადი და ყველა ნაციონალს კითხეთ, გმობენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, ეს არის დასავლური ინტერესების დაზიანება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი...

,,ჩვენმა გუნდა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი – ეს არის ომი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ასე ვთქვათ, მოწოდებების, პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი – ომი და ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, პარალელურად კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან. „ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად, ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ. მიუხედავად ძალიან…

მეტი...

,,შოკირებული ვარ – ეს არის სამშობლოს ღალატი”- გიორგი ვაშაძე პრემიერის განცხადებაზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით. ,,შოკირებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰყოლოდა პირველი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე იტყოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა ვთქვათ – ეს არის სამშობლოს ღალატი!”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ,,ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მეტი...

,,ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი კითხვა დასვას”- პრემიერი ,,ქართული ოცნებიდან” წასულებზე

,,სოზარ სუბარი არის სვანი კაცი და თავის მშობლიურ მხარეში, კუთხეში არის ჩამოსული,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აშენებს და ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და ნებისმიერ პოლიტიკოსს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს. „ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებასარ შევუქმნით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება,…

მეტი...

,,ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. პრემიერ- მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, მთავრობა გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ატეხონ ზედმეტი აჟიოტაჟი და შეახსენა, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად დაკარგა ქვეყანამ კოდორის ხეობა და 100-ზე მეტი სოფელი. „მე მინდა გითხრათ მთავარი, არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად,…

მეტი...

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში – ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება

,,რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას ვრცლად განმარტა თავისი მოტივაცია. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაცია, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ რამდენიმე დღის წინ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, წერილი, სადაც ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც და…

მეტი...

,,ევროპელი ლიდერები გაოცებულები არიან როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებული არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. “ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5 პროცენტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში, მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას ეს ყველაფერი ხელს უწყობს რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,”-განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეულია. “ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ის კი არა, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით და გამჭვირვალობით”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ სპეკულაციებთან დაკავშირებით, ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. „ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, არა თუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური…

მეტი...

 ,,მოვუწოდებ კოლეგებს და არასამთავრობო სექტორს, დატოვონ მარტო გიორგი ვაშაძე”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია  ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესს ეხმაურება და კოლეგებს აღნიშნული პროცესიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. ხვიჩიას თქმით, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას. ,,სხვებსაც მოვუწოდებთ, გამოვიდნენ ამ პროცესიდან და დატოვონ გიორგი ვაშაძე და მისი პარტია მარტო საკუთარ თავთან, არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას და მერე ოპოზიციას…

მეტი...

,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რომ მიხედა და დააფასა მთის ხალხი, ასეთი რამ არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია”- თეა წულუკიანი

საქართგველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დამოუკიდებლობოს აღდგენის შემდგომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი მთის ხალხისთვის, რამდენიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა. ,,მე მინდა ყველას გითხრათ ის რაც სვანებმა კარგად ვიცით, მაგრამ ხაზგასმა ყოველთვის აუცილებელი მგონია, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რომ მიხედა და დააფასა მთის ხალხი, იქნებოდა ეს აღმოსავლეთ მთიანეთში,  თუ დასაველთ მთაში საქართველოში, ასეთი რამ არცერთ დამოუკიდებლობოს აღდგენის შემდგომ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ამიტომ მინდა რომ ჩვენმა მთავრობამ, რომლის ნაწილიც მქვს პატივი ვიყო, იცოდეს, რომ ჩვენ მთის ხალხი, ამას ძალიან ვაფასებთ”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

,,ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ომის დაწყებიდან  ერთი თვის თავზე ელჩის მოთხოვნით არავითარი პირადი შეხვედრა არ გაიმართებოდა”- სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ვრცელი წერილით  და რამდენიმე კითხვის მიმართავს. დეპუტატის თქმით, ბავშვისთვისაც ცხადია, რომ აღნიშნული შეხვედრა  შეხვედრა „აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის სფეროში“  არ ეხებოდა. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მოუხდა პოზიციის შეცვლა და იმის თქმა, რაშიც ჩვენ ეჭვი იმთავითვე არ გვეპარებოდა. ჩვენი ლოგიკით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ომის დაწყების შემდეგ შეხვედრა ამერიკის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა და ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი უკვე მივიღეთ. თუმცა, ამერიკის ელჩის უკანასკნელმა ბუნდოვანმა…

მეტი...

,,დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზე“- არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, დაკავებასა და  შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებით ორგანიზაციები შესაბამისს უწყებებს მოუწოდებენ – სოსო გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვას და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიებას. „აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დააანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება.…

მეტი...

,,რუსეთის ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით”- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით,   უკრაინაში საოკუპაციო ძალები ბევრ სფეროში მარცხდებიან. მინისტრის თქმით, რუსეთის ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია. „მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, – განაცხადა  ბენ უოლესმა.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს მთავრობა აცხადებს  მზადყოფნის, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. „2016 წელს მთავრობამ გააფორმა ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის კონტრაქტი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფთან, მათ შორის ამერიკულ კომპანიასთან. თუმცა 2020 წელს მთავრობამ ამ ჯგუფთან კონტრაქტი შეაჩერა, რასაც შედეგად მოჰყვა ინვესტორთან სამართლებრივი დავა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. ამას გარდა, ფოთსა და ბათუმში ლოჯისტიკურმა და პორტის მმართველმა კომპანიებმა დაიწყეს…

მეტი...

,,საქართველოში ომი ამ ქვეყნის გულშემატკივარი არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,რა საკვირველია, საქართველოში ომი საქართველოსა და ამ ქვეყნის გულშემატკივარი არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არ არის – ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ საქართველოში ომის დაწყების პროპაგანდა რუსული საქმის კეთებაა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხდა. უმრავლესობის წევრის თქმით, ომის დაწყება და ამის პროპაგანდა არის საქართველოს უფსკრულში ,,ჩათრევა.” ,,მე არასდროს მითქვას, რომ დასავლეთს უნდა საქართველოში ომი, მაგრამ მითქვამს და ვამბობ, რომ დასავლეთში შეიძლება არსებობდნენ პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი შეტევის ახალი ფლანგი სადმე სხვაგან გაიხსნებოდა”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე, პოლიციამ 7 პირი დააკავა

ცხვარიჭამიაში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის  ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ  7 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა და  მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები…

მეტი...

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს აღარ გასცემს

ესტონეთი  ვიზებსა და ბინადრობის ნებართვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნულ ქვეყანაში სწავლა სურთ, აღარ გასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უკავშირდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება ასევე წყვეტს მოკლევადიანი სამუშაოს უფლების მინიჭების პრაქტიკას რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მიიღეს.

მეტი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავა მოიგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო. სამინისტროს ცნობით, დავები აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან მიმდინარეობდა. ,,დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა. არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, უწყების ცნობით, ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს.…

მეტი...

ავარია ხაშური-სურამის გზაზე – ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა  საავტომობილო მაგისტრალის ხაშური-სურამის მონაკვეთზე – მომხდარი ავარიის  შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი”- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკრაინელი გოგო გააუპატიურეს

უკრაინიდან ლტოლვილი გოგო საქართველოში, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. აქტივისტი ნინია ბარამიძის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი გოგონა უგონო მდგომარეობაში ლანჩხუთის ერთ-ერთ კლინიკაში  შეიყვანეს. „დღეს ლანჩხუთიში, ავერსში, მიიყვანეს უკრაინელი გოგო, რომელიც გაუპატიურებული იყოო, სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი. აი ღმერთო ამოწყვიტე ჯიშ-ჯილაგიანად ასეთი ღორისშვილები! ცოცხი კი არა ეგეთ ნაბიჭვარზე ყველაფერი ალალი იყოს! მართლა უნდა აწვა სიგარეტები მთელ სახეზე. მაპატიეთ გამწარებული ვარ ძალიან“, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში. უკრაინელი ქალი ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაშია მოთავსებული.

მეტი...

,,ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”- პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, რუსული საქმეს აკეთებენ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”. „ქართული ოცნება” ატარებს კვლევებს და კარგად იციან, მათ შემცირებულ ელექტორატში ნაწილი რჩება კვლავაც პროდასავლურად განწყობილი ადამიანების, ადამიანები რომ დააბნიონ, ვირეშმაკობა მოიგონეს, რომ ხალხი, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს ღიად, გამოყოფილია “ქართული ოცნებისგან” და “ქართული ოცნება” სამუშაო ფორმატებით მიდის ევროპისკენ. ეს არის ლეგენდა, საინფორმაციო დივერსია, რომ თითქოს ევროპაში,…

მეტი...

ხონში ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

ხონში სტუდენტურ ბანაკში რამოდენიმე პირი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, 9 მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, სტუდენტების  ინტოქსიკაცია სასმელი წყალს უკავშირდება. სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საშუალება სიმძიმით ფასდებოდა. ამ დროისთვის კი მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 40 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 40 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500; ტანკი – 1 749; ჯავშანტექნიკა – 3 987; საარტილერიო სისტემა – 900; სარაკეტო სისტემა – 258; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117; თვითმფრინავები – 222; ვერტმფრენი – 190; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 77. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს.

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ​ინტერნეტსივრცეში ე.წ. ფიშინგის ნიშნების შემცველი ფინანსური შეთავაზებების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს გამოიჩინონ ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას. „ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას,…

მეტი...