,,შეკითხვები არსებობს, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს“- გია ვოლსკი

,,დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვას წარმოშობს ის, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება,”– ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, არსებობს შეკითხვები და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს.

„ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი კითხვები რომ მქონდეს, რაზეც შეიძლება ახლა ვილაპარაკოთ, მაშინ ცალ-ცალკე არ ვიქნებოდით. დიპლომატიურ სამსახურში დიდი ხანი ვმუშაობდი, აშშ-ში ათი წლის განმავლობაში. უამრავ საკითხზე გვქონია საუბარი ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საგანგებო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ამ მსჯელობას გარკვეული პროცესები მოსდევს თან, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციაში ატეხილი ჟივილ-ხივილი, რომ მოსამართლეს სანქციები დაადეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს ადებენ, საქართველო სანქციების გარეშე არ გადარჩება, მთავრობის გადატრიალება მოხდება და ამას წინ კონსულტაციები უძღვოდა, რომელიც მართლაც დახურულ ფორმატში უნდა იმართებოდეს, რა საკვირველია, ეს გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვას წარმოშობს ის, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება. უცნაურია პროცესები, როცა გააქტიურდა რადიკალური ოპოზიცია, დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლის სანქცირებაზე და სახელწიფო გადატრიალებაზე, აქ შეკითხვები არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები