,,ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი კითხვა დასვას”- პრემიერი ,,ქართული ოცნებიდან” წასულებზე

,,სოზარ სუბარი არის სვანი კაცი და თავის მშობლიურ მხარეში, კუთხეში არის ჩამოსული,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აშენებს და ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და ნებისმიერ პოლიტიკოსს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს.

„ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია.

შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებასარ შევუქმნით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში. სოზარ სუბარი არის სვანი კაცი და თავის მშობლიურ მხარეში, კუთხეში არის ჩამოსული,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები