„ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას, კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის“ – მეუფე

მიტროპოლიტი სტეფანე ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი დავალების შესრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი პუნქტი „ფერად-ფერად ცხოვრებას“ ანუ ლგბტ თემის თავისუფლებას გულისხმობს. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. „იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამმკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის…

მეტი...

„წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – მეუფე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის

„მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი.  ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არც ერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. მეუფე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნეგატიური კუთხით, დღევანდელ ხელისუფლებასაც არაფერი დაუკლია ქვეყნისთვის, როგორც წინას. „ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან. ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია,…

მეტი...

მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა

მომღერალი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი და სხვა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მასთან ერთად, მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს და დახმარება უტარდებათ. მამუკა ონაშვილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავარია ნატახტართან მოხდა. ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.  

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ორმა ჯგუფმა იჩხუბა და ყველაფერი დალეწა (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, შემზარავია. რესტორანში ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. იყო ხელჩართული დაპირისპირება. რესტორანში ყველაფერი დალეწეს. კადრებში ჩანს, რომ  ჩხუბში ჩართულები, ერთ-ერთი მოჩხუბრის რესტორნიდან გადაგდებასაც ცდილობდნენ. ჩხუბი რესტორნის ბოლო სართულზე მოხდა, რომელიც გამჭვირვალე შუშებით იყო შემინული და გამვლელები ყველაფერს ხედავდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი რესტორანში მუსიკის ჩართვა გახდა. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგა

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, ყოფილმა ძალოვანმა ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში ძეგლი დადგა. ძეგლი კი საკუთარ გამონათქვამებს დაუდგა, რომელსაც, როგორც თავად თვლის, ბრძნული გამონათქვამია. ძეგლის მთავარი მოტივატორი „კოჩანა“ ანუ „კაცობაა“. მის გამონათქვამს კი ავტორის ინიციალებიც მიყვება. ჯუმბერ იზორია დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს წევრია. მანამდე კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა, იყო  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი; ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი;  საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. როგორც იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ირგებს რიგითი ჩინოვნიკი საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებზე ქალაქს.…

მეტი...

20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დასრულდა. მკვლელობისთვის ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილსა და კიდევ 7 ადამიანს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ჯიჯეიშვილმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს განუცხადა, რომ კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. თუმცა, მან ხულიგნობის ნაწილში ბრალდება არ აღიარა. დანარჩენი 7 ბრალდებულიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით. დავით ჯიჯეიშვილის ბრალდება – ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

„ვაღიარებ, ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“ – ბრალდებული 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ჭრილობები მან მიაყენა კუკავას. „ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, – განაცხადა  დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 8 პირი. სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მეტი...

20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მკვლელობას ინანიებს

20 წლის მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში, მეგობრის დაბადების დღეზე მოკლეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს კიდეც. ამ წუთებში,  დავით ჯიჯეიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი იმართება, მოსამართლემ მისი პატიმრობის საკითხი უნდა განსაზღვროს. „გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. აღნიშნული ბრალეული ქმედება ჩავიდინე 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში ქეთათო არაბულის წვეულებაზე“  – ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა ბრალდებულმა გამოძიება. ბრალდებული იმასაც ამბობს, რომ ის მოკლულ პირს საერთოდ არც იცნობდა, „წვეულებამდე მე არ ვიცნობდი მირიან კუკავას და მასთან არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონია.  მისი…

მეტი...

პარაპლანის პილოტისთვის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის, არც გადასახადების გადახდა, არც სხვა რეგულაციები მოეთხოვება

„ის, რაც გუდაურში ხდება, სპორტიდან საკმაოდ შორსაა. ვფიქრობ, რეგულაციების შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამოქალქო ავიაციის სააგენტო, სპორტის სამინისტრო“ – აცხადებს  „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაპანაძე. მისი თქმით, ფედერაციამ გარკვეული კრიტერიუმები და წესები შეიმუშავა, თუმცა, რადგანაც მას ოფიციალური სახე არ მიეცა და კანონმდებლობაში არ აისახა, ყველაფერი ჰაერში დარჩა. „რეგულაციები რომ შემოვიღოთ, საჭიროა ამ უწყებებიდან დაინტერესებული პირების ერთიანად დაჯდომა, მოსაზრებამდე მისვლა და მერე ამ მოსაზრების რეალურ ცხოვრებაში გატარების პოვნა. ეს ჩვენ გავაკეთეთ 7 წლის წინ, მაგრამ, რადგანაც სავალდებულო არ არის,…

მეტი...

„ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხდარა“ – უკრაინა ისევ დაიბომბა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევი დაბომბეს. იერიშის მიტანა ისევ სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა. როგორც ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა შენობები.  არიან დაშავებულები. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც  აქამდე მომხდარა. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს ქალაქის მერი. არსებული ინფორმაციით, დაბომბვისას რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.  

მეტი...

მთავარია, ფული გადაიხადო – კანონმდებლობა პარაპლანის პილოტს ლიცენზირებას არ ავალდებულებს და არც არაფერს სთხოვს

გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში 3 ადამიანი გარდაიცვალა – 2 ტურისტი ერთი კი პილოტი. უამრავია დაზიანების შემთხვევები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს არის სფერო, რომელიც არც ლიცენზირებას ექვემდებარება და არც არავინ აკონტროლებს, მთავარია, ფული გადაიხადო – გაფრინდე თუ არ გაფრინდე, ეს პარაპლანერისტის გადასაწყვეტია. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პილოტმა  კაპანაძემ ისაუბრა. კითხვაზე: მე ვარ ტურისტი, არ ვარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, მაგრამ მინდა ფრენა, არ ვერკვევი არც ამინდში, ქარში, აპარატში – თუ ფულს გადავიხდი, ყველაფერი მოსულა? შემდეგი პასუხი მივიღეთ: „სამწუხაროდ, ახლა, ამ წუთას პრიორიტეტი ის…

მეტი...

ფრენა სახელმწიფო კონტროლის, რეგულაციების, კანონმდებლობის გარეშე – პარაპლანით ფრენაზე კანონმდებლობა არ არსებობს  

„გამოდის, რომ თუ შს მინისტრმა  თქვა, დაფრინავენ –  თუ თქვა არა, არ დაფრინავენ“ – სწორედ ეს არის სფერო, რომელსაც არც მაკონტროლებელი გყავს და არც კანონმდებლობა ავალდებულებს რამეს. მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღის წესრიგში ისევ დადგა საკითხი – აიკრძალოს თუ არა პარაპლანით ფრენა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც რომელზეც არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს, სახელმწიფო დონეზე არავინ არაფერს ითხოვს და არავინ არაფერს ავალდებულებს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა. „ის ადგილი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა,…

მეტი...

„მთელი საქარველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? ზომიერი განცხადების მოლოდინი მქონდა“ – პარაპლანის პილოტი (ვიდეო)

„ყველაფერი ავკრძალოთ, ყველაფერ დავუშვათ – ახლა ეს მოცემულობა გვაქვს. გუშინ ეს მოცემულობა იყო“ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ პარაპლანისტმა პილოტმა, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ გააკეთა. როგორც პარაპლანის პილოტი აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება პარაპლანით ფრენს აკრძალვასთან დაკავშირებით ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და გაუგებარია.  ყველაფერი იკრძალება? – კითხულობს პილოტი. „შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობდა ფრენები აიკრძალოს? ფრენა აიკრძალოს საერთოდ ყველაგან, საქართველოში? მე ვერ გავიგე. მთელ საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? მე მსგავსი გაცხადება ვერ ვნახე. მესტიაში, აიკრძალოს და არვინ იფრინოს მესტიაში? გუდაურში აიკრძალოს? თბილისის შემოგარენში აიკრძალოს?…

მეტი...

ტურისტმა ჩემოდანში მორიელების ოჯახი აღმოაჩინა

მოგზაურობიდან დაბრუნებული ტურისტი უჩვეულო ფაქტს წინაშე აღმოჩნდა. ხარვატიიდან შინ, ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, როცა ქალმა ჩემოდანი გახსნა და ალაგებდა, მორიელების მთელი ოჯახი აღმოაჩინა – ერთი დიდი მორიელი და ბევრი პატარა, ახალდაბადებული. ეს არ არს იშვიათი შემთხვევა, როცა ტურისტები ადრიატიკის ქვეყნიდან მსგავსი „ხელდამშვენებულები“ ბრუნდებიან.

მეტი...

მდინარე სუფსაში გადავარდნილი სატვირთოს მძღოლი გადარჩა

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა, ცოცხალია. მას დაზიანებები არ მიუღია. მამაკაცი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება ტრაილერს, მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ტრაილერის მძღოლი აცხადებს წინ მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა, მან კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. მძღოლი მანქანიდან თავად გადმოძვრა. „ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ ,“ – განაცხადა ტრაილერის მძღოლმა, ალექსი მაისურაძემ.  

მეტი...

ეპისკოპოსი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) ავტოკასტასტროფაში გარდაიცვალა. ეპისკოპოსი სამთავისის და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. ის 62 წლის ასაკში დაიღუპა.  

მეტი...

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 8 ადამიანი დააკავეს

პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების,  დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით რვა პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და  ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის  დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა  დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები…

მეტი...

გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე „პარაგლაიდინგის ფედერაცია“ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს

დღეს, 20:00 საათზე, „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის“ ხელმძღვანელები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.  ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ გუდაურში გუშინ მომხდარ ტრაგედიასა და ზოგადად, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რეგულაციებსა და წესებზე.  

მეტი...

გურიაში, ტრაილერი მდინარე სუფსაში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა გურიაში. ტრაილერი, რომელი ხიდზე გადადიოდა, მდინარე სუფსაში გადავარდა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველოს, სასწრაფო ბრიგადები და მიმდინარეობს შესაბამისი ოპერაცია. მოძრაობა პარალიზებულია.

მეტი...

რუსეთს სანქციებს ფინეთიც უწესებს

რუსეთის მოქალაქეები ფინეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ეს იქნება ახალი სანქცია რუსეთის შესაჩერებლად, რომელსაც ფინეთის მთავრობა გეგმავს. ფინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადა რუსეთის მოქალაქეების აქტიურად ჩადიოდნენ როგორც სამოგზაუროდ, ისე სავაჭროდ. მხოლოდ ერთ თვეში, ფინეთში 150 000-ზე რუსეთის მოქალაქის შესვლა ფიქსირდება. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვა უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, ფინეთის მხრიდან.  

მეტი...

„გთხოვთ, მაპატიეთ“ – ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს – 32 წლის  ნუგზარ რაზმაძე. რაზმაძე კლინიკაში იმყოფება, მან მოტეხილობა მიიღო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. მუხლებზე დაჩოქილი დაშავებულის დედა დაღუპულთა ოჯახებს პატიებას სთხოვს. „ვინც იქ ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა, ჩემი შვილის გამო დაიღუპა. მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიონ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო, ისინი მედარდება. გთხოვთ, მაპატიეთ“ – ამბობს დედა, რომლის შვილის სიცოცხლეს შემთხვევით გადაურჩა. პარაპლანისტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. ოჯახის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებენ. შეგახსენებთ,…

მეტი...

გუდაურიდან დაღუპულთა ცხედრები ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს

სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენში მყოფი 8ვავე ადამიანის ცხედარი ხრამიდან ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. ასევე ამოსვენებულია უცხოელი ტურისტის ცხედარი, რომელიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა, ხეობაში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ექსპერტიზა დაახლოებით 2 კვირაში დაადგენს მიზეზს.  

მეტი...

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სამაშველო ოპერაციისას დაიღუპნენ?!

​მფრი­ნა­ვე­ბი: ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმიტრი ქა­ა­ძე; მაშ­ვე­ლე­ბი:  კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები:  ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და  გიორგი ვე­ნეც­კი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გუდაურში, პარაპლანით ჩამოვარდნილი ტურისტის საშველად მიფრინავდნენ, თუმცა, ეს საბედისწერო ფრენა სიცოცხლის ასად დაუჯდათ. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას,  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ის ადგილზე აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი. გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ერთი ქართველი, რომელიც უცხოელთან ერთად პარაპლანზე იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება. მომხდარის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.  

მეტი...

„მოღალატეები“ – ასეთია მათი სტატუსი, ვინც რუსეთი დატოვა

რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაცია ათასობით ადამიანმა დატოვა. იმ დისკომფორტისა და სანქციების გამო რაც ფედერაციას მსოფლიომ დაუწესა, რუსეთს მოქალქეები ქვეყანას ტოვებენ. გარბიან იქ, სადაც შეუძლიათ და თან გადააქვთ თავიანთი ბიზნესი. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები შექმნილი დისკომფორტის გამო ათასობით შემოდიან, საქართველოა. დუმის სპიკერი ამ ადამიანებს მოღალატეებს უწოდებს. „ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – ასეთია რუსეთის დუმის სპიკერის,  ვიაჩესლავ ვოლოდინის შეფასება.  

მეტი...

რუსეთი ამერიკისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემას ითხოვს

რუსეთი ამერიკას საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან, მაშინ დაუბრუნებს, თუ აშშ რუსეთს რუს იარაღით მოვაჭრის – ვიქტორი ბუტისა და საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელის – ვადიმ კრასიკოვს გადასცემს. რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლას ითხოვს. კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელსაც  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მან  ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს, ბერლინის ცენტრში მოკლა. ის სასჯელს გერმანიაში იხდის. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მიმართეს, რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

მეტი...

8 გარდაცვლილი და ერთი გადარჩენილი

გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მხოლოდ ერთ გადარჩენილი ჰყავს. პარაპლანისტი ხრამიდან ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, მას მხოლოდ მოტეხილობები აღენიშნება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. რაც შეეხება ტურისტს, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა, ადგილზე გარდაიცვალა. ადgილზე გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანიც, რომლებიც ჩამოვარდნილი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდა.

მეტი...

დღეს გლოვის დღეა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციული შენობიდან დაეშვება. შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ტურისტია, რომლის გადასარჩენადაც სამაშველო ბრიგადა მიფრინავდა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა.  

მეტი...

გუდაურში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ამოსაყვანად შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ოჯახები კი ცხედრებს ელოდებიან. როგორც გარდაცვლილი პოლოტის, პოლიციის პოლკოვნიკ ზაზა ლორიას მეუღლე აცხადებს, მისი მეუღლე შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, სამაშველო ოპერაციის გამო გამოიძახეს. შს მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილების ამოსვენების სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება, სანამ რვავე გარდაცვლილს არ ამოიყვანენ. შემდეგ კი მათ პროზექტურაში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი უცხოელი ტურისტის დასახმარებლად თბილისიდან სამაშველო ჯგუფი გაფრინდა. ვერტმფრენი კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ხრამში ჩავარდა და აფეთქდა.  

მეტი...

ცნობილია ექიმების ვინაობა, ვინც გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში იმყოფებოდნენ  

ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი –  სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. ისინი გუდაურში სამაშველო ჯგუფთან ერთად, პარაპლანით ჩამოვარდნილი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდნენ. პარაპლანი კლდეს შეეჯახა, ეკიპაჟი, რომელიც 8 წევრისგან შედგებოდა ასევე ჩამოვარდა და აფეთქდა. ორივე ექიმი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი იმყოფებოდა. ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი – ყველა დაიღუპა

მეტი...

დაბადების დღეზე 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ერთი 22 წლის ბიჭი დააკავეს

კიდევ ერთი დაბადების დღე დასრულდა ტრაგედიით. ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. შედეგად კი მირიან კუკავას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მირიან  დაზიანება მიაყენეს, რასაც მისი გარდაცვალება მოყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ. ჯ. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

პარაპლანით ფრენა შესაძლოა, საქართველოში საერთოდ აიკრძალოს

თითქმის ყველა სეზონი, როდესაც საქართველოში პარაპლანით ფრენა იწყება, მსხვერპლით სრულდება. დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც უცხოელი ტურისტისა და მის დასახმარებლად ჩასული 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღის წესრიგში დადგა პარაპლანით ფრენის აკრძალვა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენა დროებით აიკრძალება. „თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანის ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანით ფრენა…

მეტი...

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს“ – შს მინისტრი

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. იქ, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, შესაბამისი ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ მოხერხდეს დაღუპულთა ცხედრების პროზექტურაში გადასვენება. „ღონისძიებები გრძელდება. ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება,“ – აღნიშნა  შს მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა მედიასთან. ამ ეტაპისთვის, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია. „ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე, უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია…

მეტი...

ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი – ყველა დაიღუპა

ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში, პარაპლანით ჩამოვარდნილი ირანელი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდა, პოლოტი, პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორია მართავდა. ვერტმფრენის შემადგენლობაში სულ 8 წევრი იყო. აქედან –  ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ტრაგედიის შედეგად ვერც ერთი გადარჩა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი აფეთქდა და მათი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

მეტი...

30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღეს გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით, მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.  

მეტი...