უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 40 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500; ტანკი – 1 749; ჯავშანტექნიკა – 3 987; საარტილერიო სისტემა – 900; სარაკეტო სისტემა – 258; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117; თვითმფრინავები – 222; ვერტმფრენი – 190; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 77.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს.