ყველა დაიღუპა –  უბედური შემთხვევა გუდაურში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა. დაიღუპა უცხოელი ტურისტის, რომელიც პარაპლანით ფრინავდა.

დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებას კლინიკაში გადაჰყავს.

„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავს,“ – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო ჯგუფი გუდაურში ირანელი ტურისტის გადასარჩენად გაფრინდა, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და ჩამოვარდა.

 

მსგავსი თემები