,,რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ”- მაია სანდუ

რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

„ომის შესაძლებლობა ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან გვემუქრება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კუთხით დაძაბულობა საზოგადოებას უფრო დაუცველს ხდის, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, განსაკუთრებით ენერგორესურსების გაძვირებას. რთული სიტუაციის მიუხედავად, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

მსგავსი თემები