,,მოვუწოდებ კოლეგებს და არასამთავრობო სექტორს, დატოვონ მარტო გიორგი ვაშაძე”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია  ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესს ეხმაურება და კოლეგებს აღნიშნული პროცესიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. ხვიჩიას თქმით, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას.

,,სხვებსაც მოვუწოდებთ, გამოვიდნენ ამ პროცესიდან და დატოვონ გიორგი ვაშაძე და მისი პარტია მარტო საკუთარ თავთან, არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას და მერე ოპოზიციას უნდა დაბრალდეს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა. მე ეს არ მინდა და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც იქ მონაწილეობს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ საკუთარ თავთან ვაშაძე, მერე ვნახოთ აქეთ რა მოხდება, ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ ჯერ უნდა ესწრებოდე, ყველაფერს აკეთებდე, რაც შენგან არის იქ გასაკეთებელი და ადამიანებს უყვებოდე, იქ რასაც ხედავ,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები