,,რუსეთის ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით”- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით,   უკრაინაში საოკუპაციო ძალები ბევრ სფეროში მარცხდებიან. მინისტრის თქმით, რუსეთის ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია.

„მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, – განაცხადა  ბენ უოლესმა.

მსგავსი თემები