,,ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კარგად მოგეხსენებათ რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას ეს ყველაფერი ხელს უწყობს რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეულია.

“ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ის კი არა, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით და გამჭვირვალობით”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები