,,ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა”- შსს გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის,”- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

უბედური შემთხვევა გუდაურში – სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა – (mcm.ge)

მსგავსი თემები