,,რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი  რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვის წამებაა ასახული.

„რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ მიაყენა დაზიანებები უკრაინელ ტყვეს რუსი არაადამიანების ჯგუფმა. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი, ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით“,- წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე”

მსგავსი თემები