ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს აღარ გასცემს

ესტონეთი  ვიზებსა და ბინადრობის ნებართვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნულ ქვეყანაში სწავლა სურთ, აღარ გასცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უკავშირდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება ასევე წყვეტს მოკლევადიანი სამუშაოს უფლების მინიჭების პრაქტიკას რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მიიღეს.

მსგავსი თემები