,,ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”- პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, რუსული საქმეს აკეთებენ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”.

„ქართული ოცნება” ატარებს კვლევებს და კარგად იციან, მათ შემცირებულ ელექტორატში ნაწილი რჩება კვლავაც პროდასავლურად განწყობილი ადამიანების, ადამიანები რომ დააბნიონ, ვირეშმაკობა მოიგონეს, რომ ხალხი, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს ღიად, გამოყოფილია “ქართული ოცნებისგან” და “ქართული ოცნება” სამუშაო ფორმატებით მიდის ევროპისკენ. ეს არის ლეგენდა, საინფორმაციო დივერსია, რომ თითქოს ევროპაში, რეალურად კი გვიმზადებენ ბელარუსიზაციას. არაფრით განსხვავდება გამოყოფილი ჯგუფის განცხადებები ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის განცხადებებისგან. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი. რუსეთის შუალედური მიზანია საქართველოს დასავლური რელსებიდან ჩამოშორება, რეალური მიზანი კი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დამონება და განადგურებაა. ამისკენ მიჰყავთ ქვეყანა – დამონებისა და განადგურებისკენ, რუსული ჭაობი სხვას არაფერს უქადის საქართველოს.

ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, ეს ხალხი არის რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. გვახსოვს, ყაველაშვილმა შეიგინა და მე საქართველოში არ მეგულება იმ ოთხეულზე უფრო პრორუსული ჯგუფი, ასე რომ, ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს”- კელი დეგნანი – (mcm.ge)

მსგავსი თემები