,,არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას – არც დონბასს და არც ყირიმს”- რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინა არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს, რადგან ქვეყნისთვის ეს ,,წითელი ხაზებია”

„ჩვენთვის არსებობს „წითელი ხაზები“: არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას – არც დონბასს და არც ყირიმს. ისინი მხოლოდ დროებით არიან ოკუპირებული. გარდა ამისა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინა იბრძვის გამარჯვებამდე“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისივე თქმით, თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში ევროპის სხვა ქვეყნებს შეუტევენ.

,,ევროპელები გრძნობენ, რომ მშვიდობა მსოფლიოში არ არის ძალიან სტაბილური. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში იქნებიან პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში”- განაცხადა სტეფანჩუკმა.

მსგავსი თემები