ავარია ხაშური-სურამის გზაზე – ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა  საავტომობილო მაგისტრალის ხაშური-სურამის მონაკვეთზე – მომხდარი ავარიის  შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები