,,სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი”- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკრაინელი გოგო გააუპატიურეს

უკრაინიდან ლტოლვილი გოგო საქართველოში, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება.

აქტივისტი ნინია ბარამიძის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი გოგონა უგონო მდგომარეობაში ლანჩხუთის ერთ-ერთ კლინიკაში  შეიყვანეს.

„დღეს ლანჩხუთიში, ავერსში, მიიყვანეს უკრაინელი გოგო, რომელიც გაუპატიურებული იყოო, სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი. აი ღმერთო ამოწყვიტე ჯიშ-ჯილაგიანად ასეთი ღორისშვილები!

ცოცხი კი არა ეგეთ ნაბიჭვარზე ყველაფერი ალალი იყოს! მართლა უნდა აწვა სიგარეტები მთელ სახეზე.
მაპატიეთ გამწარებული ვარ ძალიან“, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

უკრაინელი ქალი ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაშია მოთავსებული.

მსგავსი თემები