ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობილ პირს 23 მილიონი ლარი ჩამოერთვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი. ,,საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა  იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე,…

მეტი...

ზაალ უდუმაშვილი პარლამენტს ტოვებს

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პარლამენტსაც ტოვებს. უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და მედიაში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. პროცედურის შესაბამისად, ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.    

მეტი...

,,თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეის განცხადებით, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას და ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების უფლების შეზღუდვას. მისი თქმით, ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლის ზეწოლაში. „ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთსა და იმავეს, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, რადგან ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ ჯიუტად აგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ მტკიცებას, რომ ამას ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, – აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში,…

მეტი...

,,ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ბევრი საკითხია დაგროვილი”- ლაშა ჟვანია

,,ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით ძალიან ბევრი საკითხის წინ წაწევას,”- ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ისრაელის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან და ასევე, მის უნეტარესობა პატრიარქ თეოფილე III-თან; პრემიერი „იად ვაშემის“…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლების შესახებ, უარყოფს რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია. კლინიკის დირექტორის ცნობით, სამედიცინო დაწესებულება მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, რის გამოც მოხდა კოვიდ თანაშრომლების სხვადასხვა დეპარტამენტებში გადანაწილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, კლინიკაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რასაც ტექნიკური ხასიათი აქვს. ,,კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

,,ომის პარტია და მისი უცხოელი ლობისტები აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- ირაკლი კობახიძე

,,რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს”,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა სურს. ,,როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. როგორც ცნობილია, იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს”- ირაკლი კობახიძე

,,კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულება არ აქვს. ,,კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს. ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი…

მეტი...

,,ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს”,- ამის შესახებ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ,,ქართული ოცნების” ოფისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ,,ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, სწორედ ქართული ოცნების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.…

მეტი...

ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. გაიდაის ცნობით, რუსული ძალები თავდასხმისთვის სხვადასხვა სახის  იარაღს იყენებენ. „მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მეტი...

„კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებულია. მისი განმარტებით, აღნიშნული ღირებულებები დემოკრატიას და კანონის უზენაესობას აერთიანებს. „ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე და ღირებულებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ელჩმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა. ჰარცელმა აღნიშნა, რომ დროა საქართველომ იმუშაოს ამ საკითხებზე, რაც საიმედოს გახდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. „ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის…

მეტი...

„საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. „საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თქვენ ყოველდღიურად შრომობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს. დამოუკიდებლობის პერიოდის ხანგრძლივი ტრანსფორმაციების შემდეგ დღეს, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა იქცა ეფექტიან, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სისტემად, ქვეყნის სტაბილურობისა და…

მეტი...

,,რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა რღვევას იწყებს“- რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა ირღვევა. „რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. ხვალინდელი სამიტის გათვალისწინებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა უკვე რღვევას იწყებს“, – განაცხად გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებს, ევროკავშირის ლიდერები 30 და 31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას განიხილავენ. არსებული ცნობით, სანქციები მოიცავს ნავთობის ემბარგოს და პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დაჩქარებას.

მეტი...

,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციები მოიხსნება”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია დასავლეთის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ  დაწესებული სანქციების მოხსნა უახლოეს მომავალში. სერგეი ლავროვის თქმით, სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. ,,დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება, რომელიც დამოუკიდებლადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უპირობო პრიორიტეტია. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს. სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა…

მეტი...

,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, ჩვენ ვიბრძვით და დავიბრუნებთ”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. მისი თქმით,  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტის აღება მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის. ამასთან, ვერეშჩუკის განცხადებით, ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა,” – აღნიშნავს  ვერეშჩუკი.

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზის გამოს, პრემიერი ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში ვერ შედგება. ,,რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი ? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს…

მეტი...

,,ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში” – მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო არ არის ვალდებული თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, რუსეთმა თავისი ქმედებებით, 25 წლის წინ ნატო-სთან ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ თავადვე გაანადგურა. „აიღეს ვალდებულება, არ დასხმოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ და ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციები გაემართათ, რასაც არ აკეთებენ. ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში. არანაირად არ არის შეზღუდული აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერი პოზიციის შესაქმნელად,”- განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მეტი...

,,ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

,,პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს ძალიან სასიხარულო დღეა, ფაქტია სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა,” – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან. ,,მას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების  აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელოვა…

მეტი...

,,ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან  ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ…

მეტი...

,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რთული და კომპლექსური საკითხია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსული ნავთობის შეძენაზე, პუტინი მოძებნის სხვა ბაზარს და ამით, შესაძლოა უფრო მეტი სარგებელიც მიიღოს. ,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. ჩვენ, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს, მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ…

მეტი...

„სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ სევეროდონეცკში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ქალაქის სრული ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს ოკუპანტთან საბრძოლველად. „სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის. მათ არ აინტერესებთ, რამდენი სიცოცხლის გადახდა მოუწევთ ბულვარზე რუსული დროშის აღმართვის მცდელობისთვის. რა მწარედ ჟღერს ეს სახელი ახლა – ხალხთა მეგობრობის 32, სადაც მდებარეობს სევეროდონეცკის ადმინისტრაცია. რუსეთმა შეკრიბა ძალიან დიდი ძალები ჩვენს დონბასში, ძალიან მოემზადა იქ შეტევისთვის. ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს. მშვიდობა მართლაც პირველი სამიზნეა რუსეთისთვის. ჩვენ…

მეტი...

ევროკავშირი ეცდება, რუსეთიდან ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება დღეს მოხდეს

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს დღეს განიხილავენ. აღნიშნული საკითხი, განცხადებების მიუხედავად, ამ დრომდე ღიად რჩება. კერძოდ, შეთანხმება მიღწეული არ არის. დიპლომატები აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელებენ, და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებამდეც მივლენ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ,  ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ. პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა. მიზეზი კი შემდეგი იყო – რომ, ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არ არის. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა სლოვაკეთმა და ჩეხეთმა. ევროკავშირის წევრები საკითხს დღეს მიუბრუნდებიან.

მეტი...

პოლონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული მხარის თანხმობის შემთხვევაში, პოლონეთი მზადაა, უკრაინის  უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი გახდეს. „რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი მაში დაბომბა, როცა იქ პრეზიდენტი იმყოფებოდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. ეს კი სწორედ მაში მოხდა. როდესაც ხარკოვში უკრაინის  პრეზიდენტი ზელენსკი იმყოფებოდა. რუსულმა მხარემ ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილი დაბომბა. კერძოდ კი სოფელი ჟუკოვსკი. დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში გუშინ იმყოფებოდა. დაბომბვა კი მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოხდა.

მეტი...

„უკრაინის ნატო-ში შეყვანა საფრთხის შემცველია, დასავლეთი არაერთხელ გავაფრთხილეთ“ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე ისევ ალიანსის გაფართოების საშიშიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი უკრაინაში ოპერაციას აგრძელებს და დონბასი უნდა გათავისუფლდეს. „დონბასის გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მსვლელობისას. დარჩენილი ტერიტორიების მცხოვრებლებმა, სადაც ოპერაცია ტარდება, თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას – პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში, სადაც აკრძალულია რუსული განათლება, მედია, კულტურა თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს“ – აცხადებს სერგეი ლავროვი. ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ…

მეტი...