,,ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს”,- ამის შესახებ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ,,ქართული ოცნების” ოფისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

,,ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, სწორედ ქართული ოცნების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები