,,თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეის განცხადებით, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას და ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების უფლების შეზღუდვას. მისი თქმით, ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლის ზეწოლაში.

„ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთსა და იმავეს, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, რადგან ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ ჯიუტად აგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ მტკიცებას, რომ ამას ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში. ნუ ეწევით ანტიდასავლურ პროპაგანდას. როდესაც საუბრობთ, რომ ამერიკის საელჩომ დაიბარა რომელიღაც მოსამართლე, დასაჯა იმის გამო, რომ არ მოეწონა სასამართლო გადაწყვეტილება და ასე შემდეგ, ეს არის პირდაპირი ბრალდება დანაშაულში, დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. ასეთ ბრალდება არის ძალიან მძიმე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ამერიკის საელჩოს ნუ უყენებთ ასეთ მძიმე ბრალდებას. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ჩხიკვაძეზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომელიმე სხვა მოსამართლეს ჰქონოდა რაიმე ვიზიტზე უარის თქმის საფუძველი. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩხიკვაძეზე ზეწოლა არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონოდა რომელიმე სხვა მოსამართლეს. ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლის ზეწოლაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები