ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. გაიდაის ცნობით, რუსული ძალები თავდასხმისთვის სხვადასხვა სახის  იარაღს იყენებენ.

„მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მსგავსი თემები