„ირანი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს და ეს გამოიხატება ოკუპანტი ქვეყნის რაკეტებით მომარაგებაში. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსები უკრაინის ქალაქებზე ახალი თავდასხმისთვის ირანულ რაკეტებს ამზადებენ.

„ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების მობილიზაციას ახდენს. პირველ რიგში, ემზადებიან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დასარტყმელად. ამისთვის კი რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ირანის რუსეთს ეხმარება.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის სრულ გადაწყვეტასთან…“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები