რამდენიმე მოშიმშილე გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

მოშიმშილეები, რომლებიც გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობენ და ისევ შიმშილობას აგრძელებენ. როგორც ანზორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფარქტი გამოირიცხა. „ვალდებული ვარ ნიკას გვერდით დავდგე. მოშიმშილეები  ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. მადლობა ღმერთს,  სერიოზული არაფერი ჰქონდათ. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, ორი გავწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიტიკური ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურბიშვილმა, 14 პატიმარი შეიწყალა. “9 მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა”,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულადაა, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, რუსთავის ციხეში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს. “მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს და სუსტად არის ბუნებრივია. ამასთან, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა დაშვების საშუალება.” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მეტი...

ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს

პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს, ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჩანს, ეს წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უნდა დაგვამახსოვროს “ოცნების” ხელისუფლებამ. ჩვენი წევრისთვის აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადების და დაჭერის შემდეგ, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია,  გუშინ, გვიან საღამოს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე – მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ. მისი თქმით, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟის მქონე თანამშრომლები დააჯილდოვა

„პარლამენტი  სწორედ ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება, ვინაიდან, აქ შეიძლება მოხდეს რადიკალური ცვლილებები პოლიტიკური გემოვნების, პროგრამებისა თუ მიმართულებების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის განწირულია ცვლილებებისთვის, იყოს სტაბილურობის კუნძული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟის მქონე თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ღონისძიებაა. „ამ დღეებში, ხშირად ვიყენებდით სიტყვებს – საპარლამენტო სუვერენიტეტი.  პარლამენტი ის ორგანოა, რომელიც უშუალოდ ხალხს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე,  ლეგიტიმაციის ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს.  ეს პასუხისმგებლობა და…

მეტი...

,,ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში” – ქაშიბაძე

,,ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში” – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე. ის მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან  პიროტექნიკის გამოყენებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში, თუმცა არც ერთი არ იყო მძიმე, ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება.  ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მეტი...

ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა. ასევევ  2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი ზრდა 10.7%-ია. როგორც საქსტატი იუწყება, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მაგრამ კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მეტი...

,,შეუძლებელია “ქართულ ოცნებას” ეს გაუვიდეს” – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დაუცველს ტოვებს. გახარია მადლობას უხდის ლონდა თოლორაიასა და მის გუნდს. “მთავრობამ გააუქმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს”, –  წერს ყოფილი პრემიერი.

მეტი...

2021 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე

მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ  მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.   2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში  ITB Berlin-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.  მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.  ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო…

მეტი...

იმერეთის სატყეო სააგენტოს ტანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საახალწლო საჩუქრები რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ შეძენილი სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული და სათბობი შეშა ბაღდადში, ზესტაფონში, ვანში, საჩხერეში, ხონში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ტყიბულსა და ხარაგაულში მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს.

მეტი...

ვირუსით 2 100 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 38 802  ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 251 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.41% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  934 741-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.28%.

მეტი...

ვირუსით 42 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა – 188, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი -115, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.

მეტი...

“თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი” – ექსპრეზიდენტის წინასაახალწლო მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხიდან წინასაახალწლო მილოცვაში სოფო ნიჟარაძესა და თავის ქალიშვილ, ელის მარია სააკაშვილზე, საუბრობს. “მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო. 31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია – იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა…

მეტი...

იქნება თუ არა 2022 პანდემიის დასრულების წელი – რას ვარაუდობენ სპეციალისტები

ეპიდემიოლოგები გასულ წელს მიღებული შედეგებით უკმაყოფილოები არიან. ისინი თვლიან, რომ იმუნიზაციის პროცესში საკმარისი მოქალაქეების ჩართვა ვერ შეძლეს. სპეციალისტები დადებით ასპექტებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემამ მიმდინარე წლის განმავლობაში მდგრადობა შეინარჩუნა და არსებული მდგომარეობის წარმატებით მართვა მაინც შეძლო. კეთდება კიდევ უფრო ოპტიმისტური განცხადებებიც – 2022 პანდემიის დასრულების წელი იქნება. ,,ეს წელი ძალიან მძიმე იყო როგორც მთელი მსოფლიოსათვის ასევე საქართველოსთვის, საკმაოდ დიდ მსხვერპლი შეეწირა კორონას პანდემიას. სამედიცინო სექტორისათვის ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდა. იყო დღეები, როდესაც ზღვარზე მუშაობდა სამედიცინო სექტორი. იმის გათვალისწინებით, როგორი გავრცელება მოიპოვა ომიკრონმა მთელ მსოფლიოში, პროგნოზები არ გვაძლევს…

მეტი...

31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბები გამკაცრებული რეგულაციებით იმუშავებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს: – ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები; – პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი; – აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა; რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

მეტი...