იქნება თუ არა 2022 პანდემიის დასრულების წელი – რას ვარაუდობენ სპეციალისტები

ეპიდემიოლოგები გასულ წელს მიღებული შედეგებით უკმაყოფილოები არიან. ისინი თვლიან, რომ იმუნიზაციის პროცესში საკმარისი მოქალაქეების ჩართვა ვერ შეძლეს.

სპეციალისტები დადებით ასპექტებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემამ მიმდინარე წლის განმავლობაში მდგრადობა შეინარჩუნა და არსებული მდგომარეობის წარმატებით მართვა მაინც შეძლო. კეთდება კიდევ უფრო ოპტიმისტური განცხადებებიც – 2022 პანდემიის დასრულების წელი იქნება.

,,ეს წელი ძალიან მძიმე იყო როგორც მთელი მსოფლიოსათვის ასევე საქართველოსთვის, საკმაოდ დიდ მსხვერპლი შეეწირა კორონას პანდემიას. სამედიცინო სექტორისათვის ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდა. იყო დღეები, როდესაც ზღვარზე მუშაობდა სამედიცინო სექტორი. იმის გათვალისწინებით, როგორი გავრცელება მოიპოვა ომიკრონმა მთელ მსოფლიოში, პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და რა თქმა უნდა ისევ რჩება პირველ რჩევად აცრა, რომელსაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

 

 

მსგავსი თემები