,,შეუძლებელია “ქართულ ოცნებას” ეს გაუვიდეს” – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დაუცველს ტოვებს.

გახარია მადლობას უხდის ლონდა თოლორაიასა და მის გუნდს.

“მთავრობამ გააუქმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს”, –  წერს ყოფილი პრემიერი.

მსგავსი თემები