ვირუსით 2 100 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 38 802  ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 251 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.41%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  934 741-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.28%.

მსგავსი თემები