“ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?” – ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის, კომენტარს გამოეხმაურა.

“ჩამოყალიბდით, სააკშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატომ გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.

არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია?

პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული”, – წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, ეკა ხერხეულიძემ დღეს განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილი მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის დაძლევისკენ არის მიმართული”.

 

მსგავსი თემები