სიცოცხლით ვაგებ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან“ არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, მსგავსი შეთქმულების თეორია ბუნებაში არ არსებობს. ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს, დამყარებულია სამართლებრივ არგუმენტებზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა.