„არა რუსულ კანონს“ – აქცია პარლამენტთან გრძელდება

თავისუფლების მარში – რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი პარლამენტის შენობა და 9 აპრილის გმირთა მემორიალია.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები კვლავ მათი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგებიან. პარლამენტთან სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა.

დღევანდელ მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან ახალგაზრდებიც. ისევე როგორც 7-8 მარტის აქციების დროს, სტუდნეტები ამჯერადაც “ქართული ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოს ბელორუსიზაციის გეგმას.

მსვლელობას უერთდებიან ხელოვნები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფეების ადამიანები, რომლებიც დღეს სწორედ თავისუფლების და ქევყნის დემოკრატიული მომავლის დასაცავად გაერთიანდნენ.

მსგავსი თემები