უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია, მშობლიურ სოფელში, ენგურზე გავლებულ საოკუპაციო ზოლთან დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთიდან დევნილი ჭანია ქალაქ ავდეევკასთან მასირებულ საარტილერიო დაბომბვას 22 მარტს ემსხვერპლა. უკრაინაში ის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იბრძოდა. ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ,,აზოვის” პოლკის შემადგენლობაში. როგორც მეგობრები იხსენებენ, საბრძოლო შეტაკებების დროს ჭანია ორჯერ დაიჭრა, თუმცა ორივეჯერ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა.

48 წლის ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო.

მსგავსი თემები