ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და რუსეთის საზღვართან თავდაცვით და საფორტიფიკაციო სამუშაოებს გაეცნო.

„ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მზად უნდა ვიყოთ და რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თავი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება წინსვლას“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, იდგმება ბლოკადები: ბეტონის პირამიდები, ე.წ. „დრაკონის კბილები“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

მსგავსი თემები