„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი შეწყვეტს, ხორბლის მოწოდებას, ჩვენ საკმარისი მარაგი გვაქვს“ – ლევან სილაგავა

„მარაგების მხრივ საკაოდ დიდი მარაგები გვაქვს, ადგილზე არის ქართული ხორბალიც.
მსოფლიოში ხორბლის ჭარბი მოსავლის მოლოდინია, რაც სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიაა,“ –  ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა” ლევან სილაგავამ განაცხადა.
სილაგავა აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ- ერთი პირველი იყო, ვინც გადაწყვიტა ხორბლის შეძენის პროცესში ადგილობრივი წარმოების ხორბალს უპირატესობა მინიჭებოდა:
„საქართველო ერთ – ერთი პირველი იყო, ვინ ფერმერების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აქცენტი ადგილობრივი წარმოების ხორბალზე გააკეთა, დღეს მსოფლიოში იგივე ტენდეცია მიდის , სახელწიფოებმა დაიწყეს ადგილობრივი წარმოების ხორბლის უფრო მასშტაბური რეალიზაცია საკუთარ ბაზარზე,“ – ამბობს სილაგავა.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, მიუხედავად იმის, რომ ჩვენს ძირითად მომმარაგებლად რუსეთი რჩება, რომლის ხორბალიც ყველაზე იაფია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთიდან შეწყდა ხორბლის შემოტანა, ქვეყანაში კრიზისი მაინც არ შეიქმნება:
„მარაგები არის ქვეყანაში, რომელიც 100% გადაზღვევას აკეთებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა შეწყვიტა ხორბლის მოწოდება, ჩვენ გვაქვს მარაგი და დაახლოებით თვენახევარი, ორი თვე დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზარზე,“ – აღნიშნა სილაგავამ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები