„ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.
„ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია. სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი ახლა არ არსებობს. მით უმეტეს, თავადაც ძალიან კარგად იციან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით.
თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს. მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

მსგავსი თემები