მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება სამაშველო სამსახური – შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა, ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მსგავსი თემები