“უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის გასაღებია” – შოლცი

გერმანია უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ჰპირდება. ბუქარესტში ჩასულმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, თუ პუტინი ნახევარად ოკუპირებული ქვეყნიდან ბოლო ჯარისკაცსაც კი გაიყვანს.

“სოციალ-დემოკრატების’ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ  პუტინს სჭირდება მკაფიო და ერთიანი მესიჯი დასავლეთისგან, რომ ომის მოგებას ვერ შეძლებს.

გერმანიის კანცლერის გზავნილი ზელენსკისთვის ბევრს ნიშნავს. ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აანონსებს, რომ გააკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელსაც, რათა უკრაინის მისამართით მხარდაჭერა არ შენელდეს.

მსგავსი თემები