„სეპარატისტულმა რეჟიმმა კვლავ დააყენა ოკუპაციის ხაზის ე.წ. “საზღვრის” დელიმიტაციის საკითხი“ – დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, სეპარატისტების მიერ, საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისების მცდელობაზე საუბრობს, როგორც ქაცარავა აღნიშნავს,ხდება  208 კვადრატული კილომეტრის დამატებით მითვისების მცდელობა:

„სეპარატისტულმა რეჟიმმა კვლავ დააყენა ოკუპაციის ხაზის(ე.წ. “საზღვრის”) დელიმიტაციის საკითხი.

რაც შეეხება 208 კვადრატული კილომეტრის დამატებით ოკუპაციის საკითხს, კვაზი წარმონაქმნის ე.წ. “პრეზიდენტმა”, გაგლოევმა, აღნიშნული პროცესი თავისი განცხადებით დროებით გადაავადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებობს მე-5 კოლონა, რომელიც მოახდენს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, თუ ისინი დაიწყებენ 208 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის თავის საზღვრებში მოქცევას, რითაც პრობლემები შეექმნება არსებულ ხელისუფლებას

შეგახსენებთ, 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია გულისხმობს იმ ტერიტორიების წართმევას, , რომლებიც არ მოხვდნენ რუსეთის მიერ 2008 წელს აღიარებულ საზღვრებში და მოიცავს ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ამ დრომდე არა ოკუპირებულ ტერიტორიებს,“ – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები