შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
აფეთქება თბილისში, ისნის რაიონში 12:00-ისათვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მოხდა.
ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ბოჭორმის ქუჩის აფეთქების დეტალები