ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთში ხელისუფლებამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი მუსიკა აკრძალა. კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება წუთში 80-დან 116 დარტყმას.

როგორც მედუზა წერს, აკრძალვა ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან შეთანხმებულია. გარდა ამისა, კადიროვის დავალებით, ჩეჩნეთის კულტურის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებები “ჩეჩნურ მენტალიტეტსა და მუსიკალურ რიტმს”.

დაწესებულ ლიმიტს ქვემოთ ექცევა რუსეთის ეროვნული ჰიმნი.

მსგავსი თემები