ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია ბეთლგრაუნდი-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე.

უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”, – აცხადებენ შსს-ში.

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

მსგავსი თემები