აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ, – განაცხადა “მოქალაქეების” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში.

,,არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები