„ყივანახველის შემთხვევები გაზრდილია“ – ივანი ჩხაიძე

სეზონური ვირუსების გახანგრძლივებასთან ერთად, საქართველოში ყივანახველის შემთხვევებმაც მოიმატა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში მომართვიანობა მომატებულია.

„საკმაოდ მოიმატა ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრიმთავარში”.

პედიატრმა იმ ვირუსილ ინფექციებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს და ყურადღება გაამახვილა სამი სახის ვირუსზე.

რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

მსგავსი თემები