აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 თავის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-12 თავის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.
პლენარულმა სხდომამ, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა უძღვებოდა, განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი – “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ“.
თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია.
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ (ქვორუმი – 11 ხმა), ჯემალ გამახარია მეორე ვადით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე დავით მიქავა.